Geo Bazari
განცხადების შექმნა

კვირის გასაყიდი იახტა – Ocean Emerland

| გალერეა, გასართობი, საოცარი | 06/01/2012

გარდა იმისა, რომ ხომალდის ოვალური დიზაინი ძალიან ლამაზი და თანამედროვეა, იგი გათვლილია, რომ იყოს უკიდურესად აეროდინამიური

Ocean Emerland არის 41 მეტრი სიგრძის სუპერ იახტა. დიზაინი შექმნა Foster&Partners-მა. ააშენა Rodriquez-მა 2009 წელს. მიუხედავად იმისა, რომ Emerland-ი სულ რაღაც ორი წელიწადია ზღვებში დაცურავს, მან უკვე შეძლო მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა.

ყველაზე ზუსტი სიტყვა, რომელიც Ocean Emerland-ს დაახასიათებს, არის – ელეგენტური. მინიმალისტურ დიზაინში გაწყობილი მისი ინტერიერი მართლაც რომ ძალიან კომფორტული და ლამაზია.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით მისი ფასი, რადგან იგი მყიდველსა და გამყიდველს შორის მოლაპარაკების საგნად რჩება.

 კვირის გასაყიდი იახტა - Ocean Emerland

გარდა იმისა, რომ ხომალდის ოვალური დიზაინი ძალიან ლამაზი და თანამედროვეა, იგი გათვლილია, რომ იყოს უკიდურესად აეროდინამიური

 

ხომალდის კუდიც თანამედროვე დიზაინის ნაყოფია. ხომალდი აგებულია ალუმინისაგან და აქედან გამომდინარე, არის ძალიან მსუბუქი. ორმაგი ძრავი კი იახტას 2800 ცხენის ძალას აძლევს

 

გემბანი ხეშია გაწყობილი. შუშის მოაჯირები კი ხომალდს კიდევ უფრო თანამედრო ვიდს უქმნის

 

ღამით Ocean Emerland კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

 

ფართო ფანჯრები და განათება Ocean Emerland-ის კაბინებს უფრო დიდ ფართობს უჩენს

 

ხის იატაკი, ფართო ფანჯრები, თეთრი ინტერიერი და ცასავით განათებული ჭერი … ასეთ გარემოში ჰოლივუდის ყველაზე ეგოისტ ვარსკვავსაც კი თავაწევით უმასპინძლებთ.

 

ხომალდზე ყველაფერია იმისათვის, რათა ამქვეყნიურობსა მოწყდეთ და მთლიანად ზღაპრულ სამყაროში ჩაიძიროთ. თუმცა, თუ ზღაპრული სამყარო მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ წამოწვეთ დიდ საწოლზე და ასევე დიდ ტელევიზორში ბატონი დავით აქუბარდიას გადაცემას უყუროთ :) .

 

Ocean Emerland-ზე მფლობელისა და სტუმრების გარდა, კაპიტანიც ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს.

 

ქვემოთ გთავაზობთ ვიდეოს Ocean Emerland-ზე

2 გამოხმაურება თემაზე “კვირის გასაყიდი იახტა – Ocean Emerland”

  1. magaria, mec minda eseti

  2. სანი on 15/01/2012 @ 16:33

    :-D :-D :-D აქუბარდია სად გაიჩითა :-D :-D :-D

დატოვეთ კომენტარი

 

კატეგორიები ბლოგში

ჯეობაზარი არის ყველაზე თანამედროვე განცხადებების საიტი!

დაამატე განცხადება სრულიად უფასოდ, შექმენი შენი გაყიდვები და ბიზნეს პროფილი. ჯეობაზარი არის სისტემა, რომელიც ზრუნავს შენი ბიზნესის წარმატებაზე.