Geo Bazari
განცხადების შექმნა

2012 წლის 6 საუკეთესო ლეპტოპი

| სულ ყველაზე, ტექნოლოგიური, შემეცნებითი | 13/12/2012

2012 წლის 6 საუკეთესო ლეპტოპი

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო სწრაფად და მნიშვნელოვნად იზრდება კარგი ტექნოლოგიური პროდუქტების რიცხვი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, მომხმარებლებს ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. თუმცა, დიდი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებას ართულებს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვადასხვა ადამიანს ლეპტოპის გამოყენება განსხვავებული ერთმანეთთან განსხვავებული მიზნებისთვის სურს – ზოგს მუსიკებითა და ფილმებით გართობა მოსწონს, ზოგი ცდილობს ახალი ტექნოლოგიის შეძენით მისი საქმიანობა კიდევ უფრო პროდუქტიული გახადოს, ზოგი ხარისხიანი ვიდეო თამაშებით ერთობა,  ზოგსაც ლეპტოპი უბრალოდ დასვენებისთვის უნდა … დღეს მე ყველა თქვენგანისთვის შევარჩევ საუკეთესო ლეპტოპებს –  2012 წლის 6 საუკეთესო ლეპტოპი  …

2012 წლის 6 საუკეთესო ლეპტოპი 

საუკეთესო ლეპტოპი საქმიანი ადამიანისთვის

Apple MacBook Pro 13-inch (Retina Display)

 $1,999.00

 Apple MacBook Pro 13-inch (Retina Display)

  • პროცესორი: Intel Core i7
  • პროცესორის სიჩქარე: 2.5 GHz
  • ოპერაციული სისტემა: Mac OS X
  • Ram: 8GB
  • წონა: 1.62კგ
  • ეკრანი: 13.3″
  • გრაფიკა: Intel HD Graphics 4000
  • მყარი დისკი: 256 GB

ბიზნესისთვის საუკეთესო ლეპტოპი უდავოდ Apple-ის მაკბუქია. გარდა იმისა, რომ Mac Os X-ის დახურული ოპერაციული სისტემის წყალობით კომპიუტერი ნაკლებად დაგივირუსდებათ, ახალი MacBook-ი ძალიან მაგარი მონაცემებითაც გამოირჩევა. Retina Display-ი კი საუკეთესო გამოსახულებას უზრუნველყოფს.

 


საუკეთესო პორტაბელური ლეპტოპი

Asus Zenbook Prime UX32VD-DB71 

 $1,098.95

Asus Zenbook Prime UX32VD-DB71

  • პროცესორი: Intel Core i7 -5317UM
  • პროცესორის სიჩქარე: 1.7 GHz
  • ოპერაციული სისტემა: Windows 7
  • Ram: 4 GB
  • წონა: 1.45 კგ
  • ეკრანი: 13.3″
  • გრაფიკა: Nvidia GeForce GT 640M LE
  • მყარი დისკი: 500 + 24 GB

Asus Zenbook Prime საუკეთესო ვარიანტია ადამიანისთვის, რომელსაც ხშირად უწევს ლეპტოპის აქეთ-იქით წაღება. იგი მხოლოდ 1.45 კილოგრამს იწონის და ამის ფონზე ძლიერი მონაცემებიც აქვს.

 


საუკეთესო ლეპტოპი თამაშებისთვის

Eurocom Scorpius

 $5297.00

Eurocom Scorpius

  • პროცესორი: Intel Core i7-3920XM Extreme Edition
  • პროცესორის სიჩქარე: 2.9 GHz
  • ოპერაციული სისტემა: Windows 7
  • Ram: 8 GB
  • წონა: 4.22 კგ
  • ეკრანი: 17.3″
  • გრაფიკა: Nvidia GeForce GTX 680M
  • მყარი დისკი: 736 GB

ზოდად ლეპტოპის თამაშებისთვის გამოყენება არარეკომენდირებულია, ვინაიდან მათ შედარებით დაბალი მონაცემები, ფაქიზი აგებულება და სუსტი გაგრილების სიტემა აქვთ. თუმცა, ეს სულაც არ ეხება Eurocom Scorpius-ს, რადგან იგი სპეციალურად იმ თამაშებისთვისაა შექმნილი, რომლებსაც ძლიერი სისტემური მოთხოვნილებები აქვთ. შედარებით დიდი ეკრანი, ძლიერი გაგრილების სისტემა, ძალიან მაგარი პროცესორი და გამოსახულება – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც გეიმერს მყისიერად იზიდავს.

 


საუკეთესო ლეპტოპი მულტიმედიისთვის (მუსიკა, ფილმები …)

Lenovo IdeaPad Y580

 $1,199.00

Lenovo IdeaPad Y580

  • პროცესორი: Intel Core i7-3610QM
  • პროცესორის სიჩქარე: 2.3 GHz
  • ოპერაციული სისტემა: Windows 7
  • Ram: 8 GB
  • წონა: 2.75 კგ
  • ეკრანი: 15.6″
  • გრაფიკა: Nvidia GeForce GTX 660M
  • მყარი დისკი: 1000 GB

დააკვირდით ზემოთ მოყვანილ მონაცემებს, განსაკუთრებით კი – “მყარი დისკი: 1000 GB”-ს. ასეთი ტევადობით უამრავი ფილმი, ვიდეო და მუსიკა შეგიძლიათ თან იქონიოთ. გარდა ამისა, JBL-ის სპიკერები მკვეთრ და ხმამაღალ ხმას უზრუნველყოფენ.

 


საუკეთესო იაფფასიანი ლეპტოპი

Toshiba Satellite P845-S4200

 $599.00

Toshiba Satellite P845-S4200

  • პროცესორი: Intel Core i5-3317U
  • პროცესორის სიჩქარე: 1.7 GHz
  • ოპერაციული სისტემა: Windows 7
  • Ram: 6 GB
  • წონა: 1.91 კგ
  • ეკრანი: 14.1″
  • გრაფიკა: Intel HD 4000
  • მყარი დისკი: 750 GB

მათთვის ვისაც ძლიერი ლეპტოპის ყიდვა სურს, თუმცა ბიუჯეტში შეზღუდულია, Toshiba-ს ეს მოდელი საუკეთესო არჩევანი იქნება. მიუხედავად იმისა რომ იაფია,  Satellite P845-S4200-ს საკმაოდ ძლიერი მონაცემები აქვს.

 


საუკეთესო ჰიბრიდული ლეპტოპი

Lenovo IdeaPad Yoga 13

 $999

IdeaPad Yoga 13

  • პროცესორი: Intel® Core™ i7-3517U
  • პროცესორის სიჩქარე: 2.3 GHz
  • ოპერაციული სისტემა: Windows 8
  • Ram: 8 GB
  • წონა: 1.54 კგ
  • ეკრანი: 13.3″
  • გრაფიკა: Intel® HD Graphics 4000
  • მყარი დისკი: 128 GB

Lenovo IdeaPad Yoga 13 იდეალური მოწყობილობაა ადამიანისთვის, რომელსაც დასვენება, განცხრომა და ზოგადად კომფორტულობა და სიზარმაცე უყვარს. თუკი მას კლავიატურას მოვაშორებთ, ლეპტოპიდან ტაბლეტად გადაიქცევა. მისი სახელიც მოსვენებაზე მიგვანიშნებს – “იოგა”. წარმოდიგინეთ, Yoga შეგიძლიათ დადოთ მაგიდაზე და როცა მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ შემდეგ ლოგინშიც ჩაიწვინოთ.

 

სხვა საინტერესო ინფორმაცია კომპიუტერების შესახებ

 

2 გამოხმაურება თემაზე “2012 წლის 6 საუკეთესო ლეპტოპი”

  1. ina866 on 13/12/2012 @ 21:02

    Lenovo IdeaPad Yoga 13 საინტერესოა

  2. giorgi on 25/02/2013 @ 21:54

    lenovo yoga 13 saqartveloshi aris ?? da tu ar ariss rodis shemovaa ??? da ra egireba daaxloebit

დატოვეთ კომენტარი

 

  • 50 ყველაზე საოცარი ქორწილი

    50 ყველაზე საოცარი ქორწილი

    by on 29/06/2014 - 0 კომენტარი

    სადღაც მასთან დიდხანს საუბარს, სიცილს, სულელურ კინკლაობასა და პიონერულ ხუმრობას შორის შენ შეგიყვარდა. მის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი მშვენიერებად გადაიქცა და...

კატეგორიები ბლოგში

ჯეობაზარი არის ყველაზე თანამედროვე განცხადებების საიტი!

დაამატე განცხადება სრულიად უფასოდ, შექმენი შენი გაყიდვები და ბიზნეს პროფილი. ჯეობაზარი არის სისტემა, რომელიც ზრუნავს შენი ბიზნესის წარმატებაზე.