Geo Bazari
განცხადების შექმნა

16 ყველაზე დიდი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში

| საინტერესო, სულ ყველაზე, შემეცნებითი | 22/01/2013

"მზის ჩასვლა ბაბილონში" - რაფაეკ ლაკოსტეს ნამუშევარი

მსოფლიოს დიდი ქალაქები ოდითგანვე კაცობრიობრის ცივილიზაციის ეპიცენტრს წარმოადგენდნენ. ასე მაგალითაც, ის რასაც მეოცე საუკუნეში ნიუ იორკი წარმოადგენდა, მეცხრამეტე საუკუნისთვის ლონდონი იყო, მეექვსე საუკუნისთვის კოსტანტინოპოლი და ასე გრძელდება ქალაქ იერიქონამდე ქრისტეს შობამდე 7500 წელს. თექვსმეტი ქალაქი თექვსმეტი ისტორიით, მათ ერთი საერთო აქვთ -ისინი ყველაზე დიდი ქალაქები იყვნენ კაცობრიობის ისტორიაში … 16 ყველაზე დიდი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში

 16 ყველაზე დიდი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში

ქრისტეს შობამდე 7000 წელს 2,000 მაცხოვრებლით იერიქონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი იყო

"იერიქონი" - მაიკლ გოდფრეის ნახატი

“იერიქონი” – მაიკლ გოდფრეის ნახატი

იერიქონი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქი გახლავთ. აქ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 9000 წელს სახლდებოდა ხალხი. ქალაქი, რომელიც მკვდარ ზღვასა და ნებოს მთას შორის იყო განლაგებული, მდინარე იორდანეს სახით ბუნებრივ ავლადიდებას ფლობდა. იერიქონში წარმოებაც ჰყვაოდა – ოპობალსამუმის ნერგებიდან აქ მოსახლეობა ყველაზე ძვირ ზეთს აწარმოებდა ანტიკურ მსოფლიოში.

ამჟამად იერიქონი პალესტინის ტერიტორიაზე მდეობარეობს. ქალაქში სულ რაღაც 20,000 პალესტინელი ცხოვრობს. თანამედროვე მოსახლეობა უფრო გაჭირვებულად ცხოვრობს, ვიდრე 10,000 წლის წინათ მათი წინაპრები.

 


ქრისტეს შობამდე 3500 წელს ყველაზე დიდი ქალაქი ურუქი გახდა 4,000 მაცხოვრებლით

Uruk

იქ  სადაც ახლა ერაყი მდებარეობს ქრისტესშობამდე 3500 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი – ურუქი არსებობდა, რომელსაც ძლევამოსილი მეფე გილგამეში მართავდა. მარცვლეულის მოყვანითა და მდინარე ევფრატის სასარგებლოდ გამოყენებით, ურუქი განთქმული იყო ვაჭრობით. ურუქელებს წარმატებები ჰქონდათ წერაში და სხვადასხვა გამოყენებით ხელობებში.

რეგიონალურმა ომებმა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2000 წელს ქალაქს მნიშვნელობა დაუკარგეს. ქალაქმა თანდათან დაკნინება დაიწყო. ხოლო მას შემდეგ, რაც არაბებმა სპარსეთი დაიპყრეს, ქალაქი ურუქი საბოლოოდ მიატოვეს მისმა მაცხოვრებლებმა.

 


ქრისტეს შობამდე 2400 წლიდან 50,000 მაცხოვრებლით ლიდერობა მარიმ მოიპოვა

Mari

მარი მესოპოტამიის სახელგანთქმული დედაქალაქი გახლდათ, სადაც ვაჭრობა ჰყვაოდა. ქვისა და ხე-ტყის დამუშავებით, ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო ნაწარმით, მარის მაცხოვრბებლებს ყველაზე დიდი წარმოება ჰქონდათ მსოფლიოში.

ისტორიულ ქალაქს ჯერ შუმერელი, ხოლო შემდეგ ამორეველი მეფეები მართავდნენ. მათგან ერთ-ერთმა ქალაქში დიდებული 300 ოთახიანი სასახლე ააშენა.

მას შემდეგ, რაც ქრისტეს შობამდე 1759 წელს ბაბილონელმა ჰამურაბიმ ქალაქი ააოხრა, მოსახლეობამ მარის მიტოვება დაიწყეს.

 


ქრისტეს შობამდე 2100 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი გახდა ური 100,000 მოსახლით

Ur

ქალაქი ური ყველაზე მნიშველოვანი პორტი იყო სპარსეთის ყურეში. ური ასევე ყველაზე მდიდარი ქალაქიც გახლდათ იმ ხანად. იგი ძვირფასი ლითონისა და ქვის ყველაზე დიდ მარაგს ფლობდა.

მდინარის დაშრობისა და კლიმატის გაუარესების გამო ქალაქი ქრისტეს შობამდე 500 წელს უკვე დაუსახლებელი გახდა. როდესაც 1850იან წლებში არქეოლოგებმა გათხრითი სამუშაოები დაიწყეს, ურის ადგილზე მათ უზარმაზარი და შთამბეჭდავი ნეკროპოლისი – მკვდართა ქალაქი აღმოაჩინეს.

 


ქრისტეს შობამდე 1300 წელს ლიდერობა ინსიუმ მოიპოვა 120,000 მოსახლით

ინსუელი ქალბატონის სამარხი

ერთ დროს მდინარე ჰუანზე გაშენებული ძველი სოფელი, ინსიუ შანის დინასტიის დედაქალაქად იქცა. 1899 წელს აღმოჩენილი ქალაქი ამჟამად ჩინეთში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი არქეოლოგიური ძეგლია. ნაქალაქარში ორაკულის ძეგლებზე ამოტვიფრული უძველესი ჩინური წარწერები აღმოაჩინეს. ქალაქმა მისი დიდება დაახლოებით 200 წლის განმავლობაში შეინარჩუნა დამიტოვებულ იქნა ჟოუს დინასტიის მოსვლის შემდეგ.

 


ქრისტეს შობამდე 700 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდ ქალაქად ბაბილონი იქცა 100,000 მაცხოვრებლით

"მზის ჩასვლა ბაბილონში" - რაფაელ ლაკოსტეს ნამუშევარი

“მზის ჩასვლა ბაბილონში” – რაფაელ ლაკოსტეს ნამუშევარი

ბაბილონი მესოპოტამიის დედაქლაქი გახლდათ. მისი ნანგრევები ერაყში დღემდეა შემორჩენილი ბაღდადიდან სამხრეთით, 85 კილომეტრში. ბიბლიაში ბაბილონი მედიდურობისა და დაცემის ერთგვარ მაგალითადაა წარმოჩენილი. სწორედ აქ განიზრახეს ბაბილონელებმა აეგოთ შენობა (ბაბილონის გოდოლი), რომელიც ზეცას მიაღწევდა.

ბაბილონი ქრისტეს შობამდე 2000-538 წლებში სიმდიდრის, ძალაუფლებისა და პრესტიჟის ეპიცენტრი იყო. ბაბილონის დაკიდული ბაღები მსოფლიოს შვიდ საოცრებაშია შესული.

ქრისტეს შობამდე 538 წელს სპარსეთის მეფე კიროს II-მ ეს ისტორიული ქალაქი დაიპყრო და გაანადგურა.

 


ქრისტეს შობამდე 300 წელს ლიდერობა კართაგენმა მოიპოვა 100,000 მოსახლით

Carthage

კართაგენის დიდება მხოლოდ რამოდენიმე ათწლეულით გაგრძელდა. ამ პერიოდში ქალაქი ყველაზე ძლევამოსილი ჰანიბალის მეთაურობის ჟამს იყო. ის სტრატეგიები, რომლითაც რომაელებმა კართაგენი ააოხრეს, ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო განათლებაში დღემდე ისწავლება.

დღეს კართაგენი ტუნისის ერთ-ერთ გარეუბანს ეწოდება, რომლის მოსახლეობა თანამედროვე მსოფლიოს მრავალრიცხოვნობის პირობებშიც კი დაახლოებით ხუთჯერ ნაკლებია იმაზე, რაც 2,300 წლის წინ იყო. ახლო წარსულში, 1985 წელს თანამედროვე რომმა და კართაგენმა მშვიდობის ხელშეკრულება დადეს.

 


ქრისტეს შობიდან 200 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი რომი იყო 1,200,000 მოსახლით

რომის კოლიზეუმი

მეორე საუკუნეში რომი ყველაზე ძლევამოსილი ქალაქი გახლდათ მსოფლიოში. არადა, იქამდე 1,100 წლის წინ მისი ისტორია დაიწყო როგორც პატარა იტალიური სოფელი. მეორე საუკუნეში კი რომი სამხედრო დიქტატურის გამოხატულება იყო სეპტიმიუს სევერუსის მეთაურობის ქვეშ.

რომის იმპერიამ ასეთ დიდება მიაღწია გამომდინარე იქიდან, რომ მას შეეძლო მთელი დანარჩენი ევროპიდან ამოეღო სარჩო და გადასახადები. თუმცა, შიდა დაპირისპირებებმა ძლევამოსილი რომიც დასცეს მიწაზე. 273 წელს მისი მოსახლეობა უკვე 500,000-ს შეადგენდა.

 


კოსტანტინოპოლი 600 წლიდან ყველაზე დიდი ქალაქი გახდა 600,000 მოსახლით

კოსტანტინოპოლი - კადრი ვიდეო თამაშიდან "Assassin's Creed"

კოსტანტინოპოლი – კადრი ვიდეო თამაშიდან “Assassin’s Creed”

კოსტანტინოპოლი მდებარეობდა იქ, სადაც ახლა თანამედროვე სტამბოლია. მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე ბიზანტიის დედაქალაქს ხელს აძლევდა მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი გამხდარიყო.

თუმცა, სულ მალე მსოფლიომ ვერ აიტანა ბიზანტიის წარმატება – ჯერ დასავლეთიდან კოსტანტინოპოლს მომთაბარე ავარები და აღმოსავლეთ ევროპელი ბულგარელები ავიწროვებდნენ, ხოლო შემდგომში მას სპარსელებმაც შეუტიეს აღმოსავლეთიდან და მთლიანად ააოხრეს ქალაქი.

 


ბაღდადი 900 წლიდან ყველაზე დიდი ქალაქი იყო 900,000 მოსახლით

სიბრძნის სახლი ბაღდადში

სიბრძნის სახლი ბაღდადში

ქრისტეს შობიდან 900 წელს ბაღდადი ისლამის ოქროს ხანის ცენტრს წარმოადგენდა. 500 წლიანი შუა აღმოსავლეთის რენესანსი ქალაქის დაარსებით დაიწყო და 1250 წელს დამთავრდა მონღოლთა შემოჭრის შემდეგ.

ქალაქში არსებულ „სიბრძნის სახლში“ მსოფლიოს მთელი ცოდნა არაბულად ითარგმა. არაბულმა განათლებამ ძველისძველი ლიტერატურული ნაშრომები შემოუნახა დასავლეთ მსოფლიოს.

სწორედ ცოდნამ და ცოდნის ერთამნეთთან გაზიარებამ ააყვავა ქალაქი ბაღდადი. შედეგი ამისა იყო არაბული მეურნეობის რევოლუცია, რომელიც მეცნიერული მიდგომები დღემდე გამოიყენება თანამედროვე აგრონომიულ განათლებაში.

 


1200 წლიდან ლიდერობა კაიფენგმა მოიპოვა 1,000,000 მაცხოვრებლით

ძველი ტაძარი კაიფენგში

ძველი ტაძარი კაიფენგში

გამომდინარე იქიდან, რომ კაიფენგი ოთხ უმთავრეს არხზე მდებარეობდა, ქალაქი ჩინეთის ნამდვილ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა. მეტი დაცულობისთვის 1200 წელს ქალაქს დიდი კედელი შემოარტყეს. თუმცა, მონღოლთა შემოსევებს ამ კედელმაც ვერ გაუძლო და 1234 წლიდან მისმა მოსახლეობამ საგრძნობლად კლება დაიწყო.

 


1500 წლიდან მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი პეკინი გახდა 1,000,000 მოსახლით

ძველი პეკინი

ქალაქის მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა და ჯარის გამოსაკვებად 1400 წელს პეკინის მეთაურებმა ააგეს ერთგვარი საწყობები, სადაც მოსავალს (უმეტეს წილად მარცვლეულს) ინახავდნენ. ეს პრაქტიკა დღემდე ისწავლება ეკონომიკაში. ამ გზით ჩინელებმა მოაერხეს და გააკონტროლეს ფასები და ინფლაცია.

თუმცა პეკინისთვის უპირველესი მტერი მისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობა აღმონდა. მისმა სწრაფმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ მოთხოვნამ გადააჭარბა მიწოდებას და შედეგად ქალაქის მაცხოვრებლებმა ტყეების მასიურად გაჩეხვა და მისგან მიღებული ხისა და ნახშირის მასობრივი გამოყენება დაიწყეს. ქალაქი მნიშვნელოვნად დაბინძურდა და ეკოლოგიური დაღი დაასვა მთელს რეგიონს.

 


1700 წლიდან ლიდერობა აიუთჰაიამ მოიპოვა 1,000,000 მოსახლით

აიუთჰაიას ისტორიული ნანგრევები

აიუთჰაიას ისტორიული ნანგრევები

კუნძული აიუთჰაია, რომელიც ტაილანდის დედაქალაქს წარმოადგენდა 400 წელზე მეტ ხანს, მიიჩნეოდა როგორც ყველაზე მშვენიერი ქალაქი მსოფლიოში. დიპლომატები მსოფლიოს გარშემო ჩადიოდნენ აიუთჰაიაში და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

მისი გამორჩეულობა იმდენად გამომწვევი იყო, რომ 1767 წელს იგი ბურმელებმა ააოხრეს და ტაილანდის დედაქალაქი ახლანდელ ბანკოკში გადავიდა.

 


1825 წლიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი ლოდონი იყო

ძველი ლონდონი

გაფართოვდა რა ბრიტანული იმპერია მთელი პლანეტის მასშტაბით, მოპოვებული სიმდიდრეს მშობლიურ და არც თუ ისე დიდ ტერიტორიაზე მოუყარა თავი. მდიდარი ქალაქი ყველასათვის სასურველად იქცა. ასე რომ, 1825 წელს ლონდონშო მოსახლეობის ტევა აღარ იყო.

მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ მნიშვნელოვნად გაზარდა დანაშაულიც იქამდე, სანამ ხელისუფლება 24 საათიანი პოლიციურ ძალებს არ გააქტიურებდა.

 


მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქი 1925 წლიდან ნიუ იორკი გახდა 7,774,000 მოსახლით

ძველი ნიუ იორკის ნავსადგომი

ძველი ნიუ იორკის ნავსადგომი

ნიუ იორკმა თანამედროვე მოყვანილობა ჯერ კიდევ 1914 წელს მიიღო, როდესაც მეხუთე რაიონის სახით ბრონქსი დაიმატა. ეს მომავლის ქალაქი იყო, სადაც ცათამბრჯენებს აგებდნენ და გეგმად კიდევ უფრო დიდებულ პერსპექტივებს ისახავდნენ. ყველას სურდა ამერიკული ოცნების ახდენა. ამ ოცნების ეპიცენტრი კი ნიუ იორკი იყო.

მხოლოდ 1929 წელს ნიუ იორკში ისეთი დიდებული შენობები აშენდა, როგორებიცაა Chrysler Building, Empire State Building, Lincoln Building. შემდგომმა „დიდი დეპრესიის“ პერიოდმა ოდნავ შეაჩერა განვითარება, თუმცა ქალაქმა მალევე დაიბრუნა თავისი დიდება.

 16 ყველაზე დიდი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში


1968 წლიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი ტოკიოა 20,500,000 მოსახლით

ტოკიო

მეორე მსოფლიო ომის წნეხმა 1950იან წლებში სერიოზული საფრთხე შეუქმნა იაპონიას. თუმცა, 1968 წლიდან ქვეყანამ მიიღო ეკონომიკური და მოსახლების ზრდის არანორმალურად პოზიტიური მრუდი. ასეთი განვითარებითვე შემოაბიჯა ტოკიომ 21-ე საუკუნეში.

1950-1990 წლები იაპონიის ისტორიაში მიჩნეულია როგორც ომის შემდგომი ეკონომიკური სასწაული. ეს ყველაზე წარმატებული პერიოდია იაპონიის ისტორიაში.

 

მსგავსი საინტერესო ფაქტები დიდ ქალაქებზე

 

ერთი გამოხმაურება თემაზე “16 ყველაზე დიდი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში”

  1. lela30 on 24/01/2013 @ 08:59

    ურუქი. მშობლიური (L) :-)

დატოვეთ კომენტარი

 

კატეგორიები ბლოგში

ჯეობაზარი არის ყველაზე თანამედროვე განცხადებების საიტი!

დაამატე განცხადება სრულიად უფასოდ, შექმენი შენი გაყიდვები და ბიზნეს პროფილი. ჯეობაზარი არის სისტემა, რომელიც ზრუნავს შენი ბიზნესის წარმატებაზე.