50 ყველაზე საოცარი ქორწილი

| საოცარი, სულ ყველაზე | 29/06/2014

50 ყველაზე საოცარი ქორწილი

სადღაც მასთან დიდხანს საუბარს, სიცილს, სულელურ კინკლაობასა და პიონერულ ხუმრობას შორის შენ შეგიყვარდა. მის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი მშვენიერებად გადაიქცა და როდესაც პირველად შეხედე შეყვარებული თვალებით, მას გაეღიმა, რადგან ყველაფერს მიხვდა. მასთან მეგობრობას მოგიზგიზე ცეცხლზე შემოაგდებ და გადაწყვეტ რომ ის ერთადერთია. შენ არ ხარ განსაკუთრებული, ხარ უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი. ამ ქვეყნად არ არსებობს შენთვის მოძღვნილი მონუმენტები და შენი სახელიც მალე ავიწყდებათ, მაგრამ თავს ყველაზე დიდებულად იგრძნობ, როდესაც ხელს თხოვ – 50 ყველაზე საოცარი ქორწილი რომელიც მას ათქმევინებს “მე თანახმა ვარ”.

სრულიად »

ეს ბიჭი YouTube-ზე თამაშობს და ამაში მილიონებს იღებს

| ბიზესმენები, ეკონომიკა, საინტერესო | 20/06/2014

ეს ბიჭი YouTube-ზე თამაშობს და ამაში მილიონებს იღებს

ფელიქს კიელბერგი არის 24 წლის შვედი ახალგაზრდა, რომელმაც სახელი YouTube-ის ექაუნთ PewDiePie-ით მოიხვეჭა. რატომ არის ჩვენთვის იგი ასე მნიშვნელოვანი? – თავი შეიმაგრეთ, ეს ბიჭი წელიწადში 4 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს და აკეთებს ამას ყოველგვარი მუშაობის გარეშე, ფელიქსი უბრალოდ თამაშობს, ქმნის ვიდეოებს და დებს YouTube-ზე. მის არხს 30 მილიონამდე საბსქრაიბერი (ხელმომწერი) ჰყავს და სწორედ ამხელა აუდიტორია არის მიზეზი იმისა, რომ მის ვიდეოებზე არსებულ რეკლამებს ხშირად აკლიკებენ.

სრულიად »

დედამიწის გარშემო სამოთხის საპოვნელად ვიმოგზაურებთ

| გალერეა, საოცარი | 05/06/2014

დღეს დედამიწის გარშემო სამოთხის საპოვნელად ვიმოგზურებთ

მსოფლიო დიდი წიგნია და ვინც არ მოგზაურობს, კითხულობს მხოლოდ ერთ გვერდს. მოგზაურობა აჯანყების გამოხატულებაა წმინდა ფორმით: ჩვენ მივყვებით საკუთარ გულს, ჩვენ ვათავისუფლებთ საკუთარ თავს იარლიყებისაგან, ჩვენ ვკარგავთ კონტროლს ჩვენივე სურვილისამებრ, ჩვენ ვყიდით როლს რეალობისათვის, ჩვენ გვიყვარს უცხო და არამშობლიური, ჩვენ ვენდობით უცნობებს, ჩვენ ვისაკუთრებთ მხოლოდ იმას, რაც შეგვიძლია თან ვატაროთ, ჩვენ ვეძებთ უკეთეს კითხვებს და არა პასუხებს, ჩვენ ხანდახან ვირჩევთ აღარასდროს დავბრუნდეთ უკან. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება – დღეს დედამიწის გარშემო სამოთხის საპოვნელად ვიმოგზაურებთ …

სრულიად »

მოდი ყველაზე პოპულარული საშინელება ფილმები ვნახოთ

| სულ ყველაზე | 01/06/2014

მოდი ყველაზე პოპულარული საშინელება ფილმები ვნახოთ

წევხარ პლიაჟზე კოქტეილით ხელში, კითხულობ საყვარელი მწერალის წიგნს და პარალელურად თვალს აპარებ როგორ ცურავს შენი ოცნების ადამიანი ოკეანეში, ნიავი თმებზე სასიამოვნოდ გეფერება… მდაჰ, კარგით რა, რა უნდა იყოს ამაზე უინტერესო, სად არის ექშენი? სად არის ადრენალინი?… იმ ჩემის ნაზ სიოს ძლევამოსილ ქარიშხალად გადავაქცევ, ქარიშხალად, რომელიც ოკეანეში თვალუწვდენელ ტალღებს ააგორებს, თან წაიღებს ირგვლივ ყველას და ყველაფერს, მოსაწყენად შეკოწიწებულ სახლებს სულ სიფათს მიუნგრევს, იმ ოცნების ადამიანს ცხრა მთას იქით გადაკარგავს და გაიძულებს მის გადასარჩენად გზად უამრავ საზარელ არსებას გაუდრინგო მათხოჯი თავ-პირი. დიახ, სწორედ შიში აკოწიწებს უფრო საინტერესო თავგადასავალს, გულისხმობს მეტ ადრინალინს, გაბრძოლებს გადასარჩენად, გაყვარებს აწ უკვე მობეზრებულ საკუთარ თავს, შეიქმს ნამდვილ სიყვარულს და ა.შ. – მოდი ყველაზე პოპულარული საშინელება ფილმები ვნახოთ …

სრულიად »

პრეკესტოლენი არის იდეალური ადგილი თვითმკვლელობისთვის

| გალერეა, საოცარი, სულ ყველაზე | 24/05/2014

პრეკესტოლენი

პრეკესტოლენი წარმოადგენს ფრიალო კლდეს, რომელიც ლისეფიორდენის ხეობას 604 მეტრი სიმაღლიდან გადმოჰყურებს. დაახლოებით 625 მ2 ფართობის კლდის ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი და ტურისტების მთავარი სამიზნეა ნორვეგიაში. ფრიალო კლდის დასაპყრობად მიმავალი ტურისტების მთავარ მიზანს შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება, პარაშუტით ფრენა და ახალი თავგადასავლების ძიება წარმოადგენს, და ამასთან, საჭიროა მხოლოდ ერთი ნაბიჯი მარადისობისკენ, პრეკესტოლენი არის იდეალური ადგილი თვითმკვლელობისთვის…

სრულიად »

რაში ხარჯავს თავის მილიონებს კრისტიანო რონალდო

| გალერეა, საინტერესო, სულ ყველაზე | 03/10/2013

რაში ხარჯავს თავის მილიონებს კრისტიანო რონალდო

“მე ვფიქრობ ეს იმიტომ ხდება, რომ მე მდიდარი, სიმპათიური და დიდი მოთამაშე ვარ. სხვაგვარად უბრალოდ ვერ ავხსნი” – ასე უპასუხა კრისტიანო რონალდომ კითხვას, თუ რატომ სძულს ამდენ ხალხს იგი. ძნელია არ დაეთანხმო, კრისტიანო ცხოვრობს ცხოვრებით, რომელიც ნებისმიერ მოკვდავს შეშურდებოდა: ულამაზესი გოგონები, უძვირფასესი ავტომობილები, საათები და ტანსაცმელი, ძალიან მაგარი გართობა, ძალიან მაგარი ვილა… მოკლედ, მადრიდის რეალის ვარსკვლავი არის ადამიანი, რომელიც არაფერს იკლებს – რაში ხარჯავს თავის მილიონებს კრისტიანო რონალდო

სრულიად »

ყველაზე მაგარი სიმღერები ჩემი მანქანისთვის

| ავტომობილები, სულ ყველაზე | 19/09/2013

ყველაზე მაგარი სიმღერები ჩემი მანქანისთვის

ეს ის დღეა, როდესაც პატარა პრინცი ჩვეულებრივზე მთელი საათით ადრე გაიღვიძებს, რადგან დღის რეალობა სიზმრებზე ბევრად ლამაზად წარმოუდგენია. სულ არ მიაქცევს ყურადღებას იმას თუ როგორ ადგება, ჩაიცმევს, რას შეჭამს და დალევს, უაზრო დუმილით უპასუხებს ოჯახის წევრების სიტყვებს, რომელთაც ახლა უკვე უკიდეგანო გვირაბის ბოლოდან ყრუ გამოძახილის დატვირთვა აქვთ… მაინც რა დაემართა პატარა პრინცს? ამ ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს – დღეს მან თავისი პირველი ოთხ ბორბლიანი მეგობარი უნდა გაიცნოს. გაივლის ხანი და ჩვენი გმირი ყველაზე შემაღლებული ადგილიდან შეწუხებული სახით გადმოხედავს მანქანების ზღვას, დიახ, იგი შეწუხებულია, რადგან გრძნობს როგორ ახლოვდება თავის ერთადერთთან შეხვედრის ჟამი. პატარა პრინცი უშიშრად გადახტება მანქანების ზღვაში, სადაც უამრავი ეროვნებისა და რჯულის ხალხი ბანაობს. ათვალიერებს თითოეულ ავტომობილს, ზოგს ზედმეტად დიდი ცხვირი აქვს, ზოგს ზედმეტად დიდი უკანალი, ზოგი იმდენ წელს ითვლის, რომ პატარა პრინცთან ერთად სრულიად შეუფერებელ წყვილს ქმნის, ზოგს კი ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ იმის გამოსახატავად, რომ თავში აქვს ავარდნილი, ზედ იმხელა ციფრებიანი იარლიყი მიუწებებია, რომელიც აქამდე ჩვენს გმირს მხოლოდ უმაღლესი მათემატიკის ჩახლართულ ამოცანებში ჰქონდა ნანახი. თუმცა, თქვენ ნუ ღელავთ, პატარა პრინცს აუცილებლად ვაპოვნინებთ მანქანას, რომელსაც შეხედავს თუ არა, მაშინვე მიხვდება რომ ის მისი ერთადერთია. დიახ, სწორედ ეს არის მისი პირველი ერთი შეხედვით სიყვარული, და მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ახალი, არ არის იდეალური, შეიძლება ყოფილი პატრონი პირდაპირ მის სალონზე წმენდდა თავის ქონიან ხელებს, ტალახიანი ორმოებით სავსე დედამიწაზე დაიარებოდა და ამრიგად სრულიად არ გახლავთ უბიწო, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი ინსტიტუტი სულ ფეხებზე გკიდია. იდეალურს მაშინ ვაქრმევთ რაღაცას ან ვიღაცას, როდესაც ვსწავლობთ არაიდეალურის იდეალურად დანახვას. შემდეგ კი საუკეთესო მუსიკითაც გავანებივრებთ მას – ყველაზე მაგარი სიმღერები ჩემი მანქანისთვის …

სრულიად »

Galaxy Gear არის ყველაზე მაგარი საათი მსოფლიოში

| ბრენდები, ტექნოლოგიური | 09/09/2013

Galaxy Gear არის ყველაზე მაგარი საათი მსოფლიოში

უკვე კარგა ხანია არავისთვის უცხო არაა Samsung-ის ამბიციები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, თუმცა ბოლო წლებში კომპანია თავისი ინოვაციებით კიდევ უფრო ძლიერ გვაოცებს. გასულ 2012 წელს სამხრეთ კორეულმა კომპანიამ პირველად და, ამასთან, საგრძნობლად გადაუსწრო ამერიკულ კომპანია Apple-ს სმარტფონების ბაზარზე გამოუშვა რა ჯერ Galaxy S3 და შემდეგ Galaxy Note 2. ამა წლის მარტში კი ყველას პირი დარჩა ღია Galaxy S4-ის ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობის შემდეგ. როგორც ჩანს, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, 7 სექტემბერს Samsung-მა ბერლინში ახალი ლაივ პრესკომპერენცია გამართა და კიდევ უფრო მაგარ სმარტფონთან ერთად, წარადგინა მსოფლიოში ყველაზე მაგარი საათი. და თუ თქვენ ახლახანს ათასები გადაიხადეთ ძვირფას საათში, რომელიც მხოლოდ დროს აჩვენებს, გირჩევთ Galaxy Gear-ზე არაფერი შეიტყოთ, თორემ დეპრესიაში ამოყოფთ თავს ….

სრულიად »

გაქცევა თბილისიდან მაგიურ ფუკეტზე ულამაზეს ვილაში

| გალერეა, დიზაინი, საოცარი, უძრავი ქონება | 10/08/2013

გაქცევა თბილისიდან მაგიურ ფუკეტზე ულამაზეს ვილაში
 $795 – $2,400 ღამეში

გადაჰყურებს რა ანდამანის ზღვასა და გამწვანებულ ხედებს, ტაილანდის კუნძულ ფუკეტზე მდებარე ვილა Beyond ვიზიტორებს კომფორტულ და თანამედროვე დასვენებას სთავაზობს. პროექტი, რომლის მიხედვითაც ფუკეტზე ულამაზესი ვილებია გაშენებული, ფუფუნებისა და ელეგანტურობის ნაერთს წარმოადგენს. „წმინდად შერწყმული ქვის, ხის, ბეტონისა და ფოლადის არქიტექტურულ სიმფონიაში, რომელიც შთაგონებულია წყლისა და ულამაზესი ბუნების ხედებით“ – ასე აღწერენ ამ ადგილს და სწორედ ეს არის ის მოტივი რის გამოც საშინლად მოგვინდება გაქცევა თბილისიდან მაგიურ ფუკეტზე ულამაზეს ვილაში …

სრულიად »

ყველაზე უცნაური საკონტაქტო ლინზები

| გალერეა, სულ ყველაზე | 08/08/2013

ყველაზე უცნაური საკონტაქტო ლინზები

“ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა დაინახოთ, იმიტომ რომ სწორედ ისინი წარმოადგებენ დერეფანს გულამდე, ადგილამდე, სადაც თავად სიყვარული იდებს ბინას” – ამბობდა ოდრი ჰეფბერნი. მართლაც, თვალებს არა მარტო მხედველობითი დანიშნულება აქვთ, ისინი ადამიანის სულის სარკესაც წარმოადგენენ. ადამიანს შეუძლია მოგატყუოთ, მაგრამ თვალებს ვერაფერს მოუხერხებს. თუ მას თვალებში უყურებთ ლაპარაკის დროს, ზუსტად გამოიცნობთ მის გრძნობებს და განცდებს. მაგრამ რა ვქნათ თუკი ამ ადამიანს ისე აქვს შენიღბული თვალები, რომ მათ არამარტო გრძნობებისა და ტყუილის დაფარვა, არამედ გულის გახეთქვამდე თქვენი შეშინება ძალუძთ? სწორედ ასეთი თვალების მთელ ეშელონებს წარმოგიდგენთ დღეს … ყველაზე უცნაური საკონტაქტო ლინზები 

სრულიად »

ნირვანა – მილიარდელის საოცნებო გემი

| გალერეა, დიზაინი | 05/08/2013

ნირვანა - მილიარდელის საოცნებო გემი

„არსებობს განზომილება, სადაც არ არის არც დედამიწა, არც წყალი, არც ცეცხლი, არც ქარი; იქ არ არსებობს განზომილება უსაზღვრო სივრცის, არ არსებობს განზომილება ცნობირების უსასრულობის, არც სიცარიელის განზომილება, არც განზომილება განცდისა და განუცდელობისა, არც ეს სამყარო, არც სხვა სამყარო, არც მზე, არც მთვარე. და მე გეუბნებით, რომ სწორედ ეს არის ყოველივე ტანჯვისა და განცდის დასასრული.“ – ასე ახასიათებდა ნირვანას ბუდა.

აი, ჩვენ კი, ვისაც ერთხელ მაინც შეგვივლია თვალი ჩვენს დღევანდელ გმირზე, მას სულ სხვანაირად დავახასიათებთ – ეს არის განზომილება, სადაც სხვა უამრავი განზომილებები იმდენად იდეალურადაა ერთმანეთთან შეჯერებული, რომ სიხარულს, კმაყოფილებას, ბედნიერებას და სხვა პოზიტიურ გრძნობებს უდებენ დასაბამს.

სრულიად »

ღრუბლებში რბოლა და ახალი რეკორდი

| ავტომობილები | 01/08/2013

ღრუბლებში რბოლა და ახალი რეკორდი

ვაშინგტონის მთაზე რბოლა, ან/და ღრუბლებში რბოლა, როგორც ამ პროცესს უწოდებენ, 2011 წლის შემდეგ არ შემდგარა. მაშინ Subaru Rally Team USA-ის მრბოლელმა, დევიდ ჰიგინსმა, ახალი რეკორდი დაამყარა და 12 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი 6 წუთსა და 11 წამში დაფარა, გააუმჯობესა რა 1998 წელს ფრენკ სფრონგლის მიერ დამყარებული ოფიციალური რეკორდი.

ასეთი ღონისძიება პირველად 1904 წელს ჩატარდა, ასე რომ, ღრუბლებში რბოლას დიდი ტრადიციები აქვს. საავტომობილო გზა თითქმის 2000 მეტრ სიმაღლეზე მიუყვება ვაშინგტონის მთას. იგი სავსეა მოულოდნელი გამოწვევებით, მაგალითად, აქ მრბოლელმა უნდა გაითვალინოს, რომ ასფალტის გზაზე სწრაფი მოძრაობის შემდეგ, მოულოდნელად გრუნტოვან მოსახვევში მოუწევს შესვლა, თან, ისე, რომ კლდეში არ გადაიჩეხოს. გრუნტოვანი ნაწილი კი მთლიანი გზის 13 პროცენტს შეადგენს.

სრულიად »

საოცარი სახლი მაიამის პლიაჟზე $50 მილიონად თქვენთვის

| გალერეა, დიზაინი, უძრავი ქონება | 26/07/2013

საოცარი სახლი მაიამის პლიაჟზე $50 მილიონად თქვენთვის

კონდომინუმი არის უძრავი ქონების ისეთი ტიპი, რომელიც არსებითად სასტუმროა, ოღონდ აქ სახლს კი არ ქირაობთ, არამედ ყიდულობთ. ხოლო, აი, კონდომინუმი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ მაიამის განთქმულ პლიაჟზეა წარმოდგენილი და $50 მილიონად ყიდის თავის მშვენიერებას. საოცარი სახლი მაიამის პლიაჟზე $50 მილიონად თქვენთვის 

სრულიად »

10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე

| საინტერესო, სულ ყველაზე | 19/07/2013

10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე

გინდათ საშინელებათა ფილმი გადაიღოთ? რაღას ელოდებით – შეკრიბეთ რამოდენიმე ატეხილი სტუდენტი, მათგან რამოდენიმე წყვილი გრძნობებით დაუკავშირეთ ერთმანეთს. დანარჩენი ყველა იდიოტი უნდა იყოს,  ერთი რომელიმე უფრო ღრმა სულიერებით აღსავსე გოგონას გარდა, რომელიც მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი სათითაოდ მოკვდება, იგი რაღაც სასწაულებით მაინც მოახერხებს გადარჩენას. სცენარებით კი მე მოგამარაგებთ, მოგიყვებით რა დედამიწაზე 10 ყველაზე უცნაურ და საშიშ ადგილზე, რომელიც აქამდე ჯერ არ იცოდით…

სრულიად »

ეს სურათები დაგარწმუნებენ იმაში რომ ხარებთან რბოლა სახიფათოა

| გალერეა | 14/07/2013

ხარებთან რბოლა

ხარებისგან გაქცევა პამპლონაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობაა, რომელიც სან ფერმინის ფესტივალის აღსანიშნავადაა შემოღებული და 8 დღის განმავლობაში გრძელდება. უამრავი ადამიანი მსოფლიოს გარშემო ჩადის პამპლონაში რათა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადრენალინი მიიღოს.

სრულიად »

თბილისის საფოსტო კოდები (ინდექსები)

| შემეცნებითი | 12/07/2013

safosto kodebi

ინტერნეტში ონლაინ ფორმების შევსების დროს ხშირად გვჭირდება საფოსტო კოდის მითითება (Zip/Postal Code), რაც პრობლემას წარმოადგენს, რადგან უმეტესობამ არ იცის საკუთარი საფოსტო კოდი – თბილისის საფოსტო კოდები (ინდექსები) ქუჩების მიხედვით …

სრულიად »

Grand Theft Auto V – ცხოვრება გადმოტანილი თამაშში

| გასართობი, ტექნოლოგიური | 11/07/2013

grand theft auto V

Grand Theft Auto V, შემოკლებულად GTA V, წარმოადგენს სათავგადასავლო-მოქმედებით ვიდეო თამაშს, რომელიც Rockstar Games-მა შექმნა. ის არა მარტო გეიმერებს, ალბათ, სულ ყველას დააინტერესებს, გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი იდეალურად მოდელირებული სამყარო ჯერ არასოდეს არ შეუქმნიათ. ღია სამყარო, რომელში ცხოვრების გაგრძელებასაც GTA V გვთავაზობს, ყველაზე დიდი და ყველაზე რეალურთან მიახლოებულია, რაც კი აქამდე თამაშები გვათავაზობდნენ.

Grand Theft Auto V-ის გეიმფლეი სულ რაღაც ორი დღის წინ გამოვიდა და დღეისთვის მას YouTube-ზე 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ამ თამაშის წინა ვერსიები GTA IV, San Andreas, Vice City … გვთავაზობდნენ სამყაროს, სადაც თითქმის ყველა ახალგაზრდას მოუწია ქვეცნობიერში ცხოვრება. ვიდეოს ასეთი პოპულარობა ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ვისაც აქამდე ქვეცნობიერში ოდესმე მაინც უცხოვრია Grand Theft Auto-ს სიურეალიზმში, ახლა მზად არის ახალ, გაცილებით უფრო მაგარ სამყაროში გადაბარგდეს.

სრულიად »

10 ყველაზე ცხოვრებადი უცხო პლანეტა

| საინტერესო, სულ ყველაზე, შემეცნებითი | 10/06/2013

10 ყველაზე ცხოვრებადი უცხო პლანეტა

კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, დიდი ხანი არაა რაც იმას მივხვდით, რომ ღრუბლების იქით სხვა სამყაროებიც არსებობენ. მოწმენდილ ცას შიშველი თვალებით თუ დავაკვირდებით, მილიონობით წარმოდგენილ ვარსკვლავს დავინახავთ და, თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო მეტს შიშველი თვალი და ყველაზე ტექნოლოგიური ტელესკოპიც კი უბრალოდ ვერ ხედავს.

როგორ ვიპოვოთ სიცოცხლე უცხო პლანეტაზე? – ჯერ-ჯერობით არათუ კოსმოსში გაფრენა და ფიზიკურად მისი მოძიებაა შესაძლებელი, საკმარისი ტექნოლოგიაც არ გვაქვს იმისთვის, რომ დისტანციურად სრულყოფილად შევისწავლოთ ასეთი პლანეტები. თუმცა, ასტრონომებს ჩამოყალიბებული აქვთ საკმაოდ რაციონალური გეგმა იპოვონ მზის მსგავსი ვარსკვლავი, რომელსაც თან ეყოლება დედამიწის მსგავსი პლანეტა.

დედამიწას სიცოცხლის შეზღუდული რესურსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად უვარგისად იქცევა. საბედნიეროდ, დღეისათვის უკვე არსებობენ უცხო პლანეტები, რომლებსაც დიდი ალბათობით აქვთ საცხოვრებლად ვარგისი პირობები. არსებობს თუ არა ამ პლანეტებზე ადამიანის მსგავსი არსება ეს არავინ არ იცის, თუმცა, სიცოცხლე რომ არსებობდეს ამის შანსი უზარმაზარია …

სრულიად »

10 ქვეყანა ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხით

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე | 04/06/2013

10 ქვეყანა ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხით

ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) არის 34 უმთავრესი ქვეყნის ორგანიზაცია, რომელიც 1961 წელს დაარსდა ეკონომიკური პროგრესისა და მსოფლიო ვაჭრობის სტიმულირებისთვის. რა ჯანდაბა გვინდა ამ ორგანიზაციისგან? – საქმე ისაა, რომ მათ ახლახანს გამოაქვეყნეს ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები მოწინავე ქვეყნებისთვის. ჩვენ კი დღეს მათგან მხოლოდ იმ 10 ქვეყანას გამოვარჩევთ, რომლებსაც ყველაზე მაღალი ინდექსი და შესაბამისად, ყველაზე კარგი ცხოვრება აქვთ. 10 ქვეყანა ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხით

OECD-მ ქვეყნები გამოიკვია 11 ძირითადი კომპონენტის მიხედვით: საცხოვრებელი პირობები და ხარჯები, შემოსავალი ერთ ოჯახზე, დასაქმება და გამომუშავება, სოციალური თანადგომა საზოგადოებაში, განათლება, გარემოს პირობები, სამოქალაქო ჩართულობა, ჯანმრთელობა, ცხოვრებით კმაყოფილება,  უსაფრთხოება, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი.

სრულიად »

Facebook-ის სმაილები, ტექსტური არტი, კლიპარტები

| ბრენდები, დიზაინი, ტექნოლოგიური, შემეცნებითი | 31/05/2013

Facebook-ის სმაილები, ტექსტური არტი, კლიპარტები

მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი ნაცნობი Facebook-ში გვყავს წარმოდგენილი და ისინიც უამრავი სხვადასხვა ინფორმაციით თუ გასართობებით ერთობიან, არც თუ ისე პატარა ორიგინალურობაა საჭირო, რათა მათი ყურადღება მივიპყროთ. მისია შესრულდება – ჩვენ მათ გავაოცებთ … Facebook-ის სმაილები, ტექსტური არტი, კლიპარტები

სრულიად »

როგორ შოულობს და რაში ხარჯავს თავის მილიონებს გოლფის ლეგენდა

| გალერეა, ეკონომიკა, უძრავი ქონება | 30/05/2013

როგორ შოულობს და რაში ხარჯავს თავის მილიონებს გოლფის ლეგენდა

პირადი სკანდალებისა და კარიერული დაღმასვლის შემდეგ, როგორც იქნა, ტაიგერ ვუდსმა მოგებები ისევ დაიწყო. გოლფის ლეგენდა ცხოვრობს ცხოვრებით, რომელიც წელიწადში 55 მილონზე მეტი დოლარით არის დაფინანსებული. იშენებს ოცნების სახლებს, ჰყავს უზარმაზარი იახტა, ულამაზეს შეყვარებულს კერძო თვითმფრინავით აკითხავს … მოკლედ, მოდი დავათვალიეროთ …

სრულიად »

2013 წლის 10 საუკეთესო პლიაჟი ამერიკაში

| გალერეა, საოცარი, სულ ყველაზე | 29/05/2013

2013 წლის 10 საუკეთესო პლიაჟი ამერიკაში

სტეფენ ლეზერმანი გახლავთ ფლორიდის უნივერსიტეტის სანაპირო კვლევების ლაბორატორიის პროფესორი და ხელმძღვანელი. ამასთან, იგი თამამად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ადამიანად, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შესაშური სამუშაო აქვს – მას სანაპიროების კვლევა, მოხსენების შეჯერება და საბოლოოდ მათი გაუმჯობესებისთვის ზრუნვა ევალება. ამერიკაში ლეზერმანი იმდენადაა გაიგივებული სანაპიროებთან, რომ მას „დოქტორ ბიჩის“ (დოქტორი სანაპირო) მეტსახელით იცნობენ. მოკლედ, ეს ესაა რაც ამ დოქტორმა ბიჩმა ამერიკის საუკეთესო პლაიჟების 23-ე რეიტინგული სია შეაჯერა. 2013 წლის საუკეთესო სანაპიროებს ჯამში 50 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით იკვლევდნენ – მოდი დავათვალიეროთ …

სრულიად »

ნამდვილი სილამაზის ესკიზები არის ყველაზე პოპულარული რეკლამა ისტორიაში

| ბრენდები, სულ ყველაზე, ქალები | 23/05/2013

ნამდვილი სილამაზის ესკიზები არის ყველაზე პოპულარული რეკლამა ისტორიაში

დღეისათვის, როდესაც ინფორმაცია ყველას თავზე საყრელად გვაქვს, კომპანიებს განსაკუთრებული მონდომება სჭირდებათ რომ პოტენციური მომხმარებლის ყურადღება მიიზიდონ. როდესაც კომპანია Dove-მა აპრილში თავისი „Real Beauty Sketches“-ის (ნამდვილი სილამაზის ესკიზები) რეკლამა გაუშვა, იგი უმალვე იქცა ინტერნეტ სენსაციად. მოცემული პერიოდისთვის ამ ვიდეოს Youtube-სა და სხვა მსგავს საიტებზე 115 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. იგი ყველაზე პოპულარული რეკლამაა ინტერნეტის ისტორიაში.

სრულიად »

ფორსაჟი 6 – სრული ფილმი და ყველაზე მაგარი ავტომობილები

| ავტომობილები, სულ ყველაზე | 22/05/2013

ფორსაჟი 6 - სრული ფილმი და ყველაზე მაგარი ავტომობილები

მას შემდეგ რაც ყველაზე სწრაფებმა რიოში წარმატებული ძარცვა მოაწყვეს, დომინიკ ტორეტო და მისი ბანდა მსოფლიოს გარშემო მიმოიფანტნენ: დომინიკი ელენასთან ერთად ცხოვრობს, მიასა და ბრაიან ოკონერს ვაჟი ეყოლათ, ჟიზელი და ჰანი ტოკიოში გადაბარგდნენ… თითქოს ყველაფერი იდეალურად და მშვიდადაა, მაგრამ სიმშვიდეს ხომ ფორსაჟთან არაფერი აქვს საერთო.

ლუკ ჰობსი, რომელსაც ფილმში დუეინ ჯონსონი განასახიერებს, დომინიკს მიაგნებს და ყოფილი ბრიტანელი ოფიცერის ბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. დომინიკი მას შემდეგ დათანხმდება, როდესაც ჰობსი მისი ყოფილი შეყვარებულის, ლეტი ორტისის, სურათს წარმოუდგენს – დიახ, მეგობრებო, სინამდვილეში არავინ აპირებდა მიშელ როდრიგესის მოშორებას. ლეტი ცოცხალია და ამჯერად დომინიკის წინააღმდეგ იბრძვის. რა თქმა უნდა, ამჯერადაც ყველაფერი ქუჩური რბოლების მეშვეობით გადაწყდება.

სრულიად »

მოდი ჯენიფერ ლოპესის 10 მილიონიანი ახალი სახლი დავათვალიეროთ

| გალერეა, უძრავი ქონება, ქალები | 20/05/2013

მოდი ჯენიფერ ლოპესის 10 მილიონიანი ახალი სახლი დავათვალიეროთ

ჯენიფერ ლოპესს უკვე 10 მილიონი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ მისი ზაფხული ჩვენსაზე გაცილებით უკეთესი იყოს. სწორედ ამდენივე დოლარი გადაიხადა მან მასიურ სახლში, რომელიც ნიუ იროკის ყველაზე მდიდრულ და წყნარ უბანში, ჰემპტონსში, მდებარეობს. 8 საძინებელი, 7 სააბაზანო, 3 აკრი მიწა, თეატრი, აუზი, სპა, საუნა… ეს იმ პოზიტივების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ჯეილოს ახალი სახლი იწონებს თავს – მოდი დავათვალიეროთ …

სრულიად »

დუბაი და მისი 10 სულისწამღებლად მაგარი ღირსშესანიშნაობა

| ეკონომიკა, სულ ყველაზე, უძრავი ქონება | 17/05/2013

დუბაი და მისი 10 სულისწამღებლად მაგარი ღირსშესანიშნაობა

დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფუტურისტული და ვიზუალურად შთამბეჭდავი ქალაქია, რომელიც უსწრაფესი ტემპებით განაგრძობს განვითარებას და აღმშენებლობას. დუბაის მთავრობის სტრატეგიაა, რომ რაც შეიძლება მეტად განავითაროს ტურიზმი. 2010 წელს ამ ქალამა 7.6 მილიონ ტურისტს უმასპინძლა და 2015 წლისთვის ტურისტთა რაოდენობის 15 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ. რას აღარ ცდილობენ არაბები თავიანთი მიზნის მისაღწევად – ააგეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი „ბურჯ ხალიფა“, გააშენეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუნებრივი ყვავილების ბაღი, შექმნეს ახალი კუნძულები, გახსნეს უამრავი სავაჭრო ცენტრი, მოლი, სასტუმრო და სხვა ინფასტრუქტურული შენობები, პოლიციელებს დაურიგეს ლაბორჯინი, ასტონ მარტინი და სხვა უძვრიფასესი სუპერქარები…

სრულიად »

რაში ხარჯავს თავის მილიონებს მარია შარაპოვა

| ბიზესმენები, გალერეა, ქალები | 14/05/2013

რაში ხარჯავს თავის მილიონებს მარია შარაპოვა

26 წლის ასაკში მარია შარაპოვამ თავისი თავი აქცია მულტიმილიონიან ბიზნესად, რომელიც მოიცავს სპორტს, მოდას, რეკლამებს და კამფეტებსაც კი. დღეისათვის მარია მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი გოგონაა. მას ჰყავს ახალი, 21 წლის, შეყვარებული, რომელსაც მარია ძალიან ძვირფასს საჩუქრებს ჩუქნის – რაში ხარჯავს თავის მილიონებს მარია შარაპოვა …

სრულიად »

რამდენად მდიდარი იქნებოდით Apple-ის პროდუქტის ნაცვლად მისი აქცია რომ შეგეძინათ

| ბრენდები, ეკონომიკა, საინტერესო | 10/05/2013

რამდენად მდიდარი იქნებოდით Apple-ის პროდუქტის ნაცვლად მისი აქცია რომ შეგეძინათ

1992 წლიდან 2012 წლამდე კომპანია Apple-ის აქციათა ღირებულება 4000%-ზე მეტით გაიზარდა. ამერიკის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩება. 2012 წლის ნოემბრის მიხედვით Apple მსოფლიოს მასშტაბით 394 მაღაზიას ფლობს და ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. Apple Store-ისა და iTunes-ის მეშვეობით კომპანიას წარმატებული გაყიდვები აქვს ონლაინ ბაზარზეც და ეს გაყიდვების მასშტაბებიც სულ უფრო მატულობს. 2013 წლის იანვრის მონაცემებით კომპანია შეფასებულია $414 მილიარდ დოლარად. მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში Apple-მა $156 მილიარდს მოუყარა თავი. 2013 წლის მაისში კომპანიამ Fotune 500-ის სიაში გასულ წელთან შედარებით 11 საფეხურით მაღლა აიწია და მეექვსე ადგილს იკავებს.

რას გვეუბნება მაღლა წარმოდგენილი ციფრები? – ისინი მიგვითითებენ, რომ Apple Inc. არის ცხელი კომპანია სტაბილურად მზარდი შემოსავლებით. აქედან გამომდინარე ჩნდება შეკითხვა – რატომ უნდა შევიძინო მისი ძვირადღირებული პროდუქტი, როდესაც ამ ფასად თვითონ კომპანიის ყიდვა გაცილებით მეტ შემოსავალს მომიტანს?

სრულიად »

როგორ მივიღოთ სასურველი სხეული – ბოდიბილდინგი და პროფესიონალური რჩევები

| საინტერესო, შემეცნებითი, ჩემი ფილოსოფია | 07/05/2013

როგორ მივიღოთ სასურველი სხეული - ბოდიბილდინგი და პროფესიონალური რჩევები

როდესაც ადამიანი ფიზიკურად ვარჯიშობს, იგი არამარტო სხეულს და გარეგნობას იუმჯობესებს, არამედ აგრეთვე აუმჯობესებს სულიერ და ფსიქოლოგიურ მეს. კუნთების მშენებლობასთან ერთად, შენდება ძლიერი პიროვნებაც და ეს არ არის უბრალოდ მორიგი მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. თუმცა, აუცილებელია იცოდეთ, რომ არასწორი ვარჯიში უშედეგობამდე, ტრამვამდე და საბოლოოდ ვარჯიშის თავის დანებებამდე მიგიყვანთ. დღეს მე გასწავლით როგორ ვივარჯიშოთ მართებულად და შევქმნათ იდეალური სხეული, როგორ ვაშენოთ კუნთები და დავიკლოთ წონაში ისე, რომ ვიკვებოთ ძალიან გემრიელად …

სრულიად »

ყველაზე მეტად გაყიდული მანქანები აპრილში ამერიკულ ბაზარზე

| ავტომობილები, ეკონომიკა, სულ ყველაზე | 02/05/2013

ყველაზე მეტად გაყიდული მანქანები აპრილში ამერიკულ ბაზარზე

აპრილის თვე დამთავრდა და ამერიკის ბაზარზე ავტომწარმოებლებმა გაყიდვები გაასაჯაროეს. სულ გასული თვის განმავლობაში 14.88 მილიონი ავტომობილი გაიყიდა, რაც მარტის თვესთან შედარებით (15.22 მილიონი) ნაკლები იყო. აშშ-ს ბაზარზე General Motors, Toyota და Ford ლიდერობას კვლავაც არავის უთმობენ. წარმოგიდგენთ აპრილის თვეში  19 ყველაზე მეტად გაყიდულ მანქანას …

სრულიად »

ფეხბურთელების 20 ყველაზე მიმზიდველი მეუღლე და შეყვარებული

| გალერეა, სულ ყველაზე, ქალები | 30/04/2013

ფეხბურთელების 20 ყველაზე მიმზიველი მეუღლე და შეყვარებული

თანამედროვე ტენდენციებით იყო ნიჭიერი ფეხბურთელი ნიშნავს აკეთო საყვარელი საქმიანობა და ამაში მილიონებს გიხდიდნენ, იმოგზაურო მსოფლიოს გარშემო, გაიცნო საინტერესო ხალხი და შენზე გიჟდებოდნენ ყველაზე მომხიბლელი გოგონები. ამ მომხიბლელი გოგონებიდან კი ფეხბურთელები გამორჩეულებს ირჩევენ – ფეხბურთელების 20 ყველაზე მიმზიდველი მეუღლე და შეყვარებული …

სრულიად »

10 საშინლად დამბურძგლავი მისტერიული ისტორია

| საინტერესო, სულ ყველაზე | 26/04/2013

10 საშინლად დამბურძგლავი მისტერიული ისტორია

ალბათ, ყველა თქვენგანს მოუსმონია რაიმე მისტერიული და ამოუხსნელი ისტორია. ბევრს უყვარს სიტუაცია, როდესაც მეგობრები ღამე ცეცხლის გარშემო შეიკრიბებიან და საშინელებებს ჰყვებიან. ზოგი ასეთი ისტორია ტყუილია, მაგრამ ბუნებაში პარანორმალური მოვლენები ნამდვილად არსებობს. მოკლედ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველაზე მეტ კალორიას საშინელებათა ჟანრი წვავს – დღეს ჩვენ უამრავ კალორიას გავანადგურებთ … 10 საშინლად დამბურძგლავი მისტერიული ისტორია

სრულიად »

2013 წლის 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი

| ეკონომიკა, სულ ყველაზე | 23/04/2013

2013 წლის 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი

იყო დაკავებული საყვარელი საქმიანობით, რისთვისაც ბევრს გიხდიდნენ – ეს ყველაზე კარგად სპორტსმენებს გამოდით. თუმცა, მათი შემოსავლები მხოლოდ საკლუბო ანაზღაურებისგან. პოპულარული ფეხბურთელები სარეკლამო ღონისძიებებში მონაწილეობენ, საიდანაც ისინი დამატებით ლიმონებს ჭრიან. ამის ყველაზე კარგი მაგალითია დევიდ ბექჰემი, რომელიც იმაზე ორჯერ მეტს შოულობს ვიდრე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მსოფლიოში … 2013 წლის 10 ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი

სრულიად »

მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე, ჩემი ფილოსოფია | 20/04/2013

მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი

Economic Inteligence Unit (EIU) არის კერძო ორაგნიზაცია, რომელიც მსოფლიოს გარშემო თავის კლიენტებს პროგნოზებსა და რჩევა-დარიგებით სერვისს აწვდის. EIU გარდა იმისა, რომ ამა თუ იმ ქვეყნების ეკონომიკურ პროგნოზს, რისკების შეფასებასა და ინდუსტრიულ რეპორტებს აწარმოებს, უკვე ხუთი წელია რაც დემოკრატიის შემფასებლად გვევლინება. ახლახანს ამ ორგანიზაციამ ექსკლუზიაურად გამომიგზავნა თავისი უახლესი დემოკრატიულობის ინდექსის რეპორტი. მივიღე თუ არა ეს რეპორტი, რა თქმა უნდა, ცხილებით გავსებულ ფაილში საქართველოს ძებნა დავიწყე. მსოფლიოს 167 ქვეყნის რეიტინგში ილია ჭავჭავაძის კარგ ქვეყანას ნიკარაგუასა და უგანდას შორის წავაწყდი ჰიბრიდული რეჟიმების ჩამონათვალში. მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი

სრულიად »

საცხოვრებლად 7 ყველაზე ძვირი ქალაქი ამერიკაში

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე, უძრავი ქონება | 17/04/2013

საცხოვრებლად 7 ყველაზე ძვირი ქალაქი ამერიკაში

ამერიკაში ცხოვრება უამრავი დანარჩენი მსოფლიოს მოსახლის ოცნებაა. აქ არის ადგილები, სადაც ცხოვრება გასაკვირად იაფი ღირს. თუმცა, ასევე არსებობენ ქალაქები, სადაც ახლად ჩასულისთვის ცხოვრება დამთრგუნველად ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს. ახლად ჩასულისთვის იმიტომ, რომ როგორც წესი, ადგილობრივები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ და ძვირ ფასებს ასე უმკლავდებიან. წარმოგიდგენთ ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ყველაზე ძვირ ქალაქს ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით. შედარებისთვის გაითვალისწინეთ, რომ საშუალო ნაციონალური ცხოვრების ღირებულების ინდექსი 100-ია. საცხოვრებლად 7 ყველაზე ძვირი ქალაქი ამერიკაში

სრულიად »

როგორ დავრეგისტრირდეთ PayPal-ზე

| ეკონომიკა, შემეცნებითი | 15/04/2013

როგორ დავრეგისტრირდეთ PayPal-ზე

აი, ასრულდა ქართველი ერის ნატვრა და PayPal საქართველოში შემოვიდა. იგი ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო საგადახდო სისტემაა მთელ მსოფლიოში. თუ ჯერ პეიპალზე დარეგისტრირებული არ ბრძანდებით, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ. დღეს დაწვრილებით აგიხსნით რეგისტრაციის ეტაპებს… როგორ დავრეგისტრირდეთ PayPal-ზე

სრულიად »

მოდი მსოფლიოში ყველაზე ძვირი პენტჰაუსი დავათვალიეროთ

| გალერეა, სულ ყველაზე, უძრავი ქონება | 11/04/2013

and-finally-the-pice-de-rsistance--that-private-infinity-pool-with-water-slide

Odeon Tower მონაკოში ყველაზე ამბიციურ საცხოვრებელ არქიტექტურულ პროექტს წარმოადგენს. 170 მეტრის სიმაღლის კომპლექსი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს რიგით მეორე ყველაზე მაღალი შენობაა. მისი მშენებლობა სრულად 2014 წელს დასრულდება. ამ შენობის სათავეში კი მოქცეული პენტჰაუსი, რომელიც ყველაზე ძვირი ბინაა მსოფლიოში (ფასი – $386 მილიონი). მისი ფართი 3,300 მ2-ია და მორთულია მარმარილოთი და ძვირფასი აუზებით – მოდი მსოფლიოში ყველაზე ძვირი პენტჰაუსი დავათვალიეროთ …

სრულიად »

PayPal საქართველოში შემოდის მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არაა

| ბრენდები, ეკონომიკა, საინტერესო | 09/04/2013

PayPal საქართველოში შემოდის მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არაა

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში PayPal-ის  დირექტორი 15 აპრილს მედიისთვის ოფიციალურ მოხსენებას გამართავს თბილისში. საქართველოს ბანკსა და ქვეყნის ბაკების ასოციაციას ინფორმაცია არ აქვთ PayPal-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს PayPal-ის შემოსვლა „შესანიშნავი“ სიუპრიზი იქნება ჩვენი ბანკებისთვის. PayPal საქართველოში შემოდის

სრულიად »

10 ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი 2013 წლის ნიუ იორკის ავტოშოუზე

| ავტომობილები, გალერეა, სულ ყველაზე | 06/04/2013

10 ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი 2013 წლის ნიუ იორკის ავტოშოუზე

ნიუ იორკის რიგით 113-ე ავტოშოუ 30 მარტს გაიხსნა და 7 აპრილს იხურება. ამერიკის ყველაზე დიდი ავტოშოუ 90,000 მ² ტერიტორიას იკავებს, რომელიც წელს მთლიანად იყო დაკავებული სხვადასხვა ავტომობილების მიერ, თუმცა დღეს მხოლოდ 10 ყველაზე შთამბეჭდავ სიახლეს გამოვარჩევთ… 10 ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი ნიუ იორკის ავტოშოუზე

სრულიად »

ბინათმშენებლობა სინგაპურში საიდანაც მაგალითი უნდა ავიღოთ

| გალერეა, საინტერესო, უძრავი ქონება | 04/04/2013

ბინათმშენებლობა სინგაპურში საიდანაც მაგალითი უნდა ავიღოთ

სინგაპურის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სამთავრობო საცხოვრებელ კომპლექსებში ცხოვრობს. ეს იმიტომ, რომ მჭიდრო ქალაქებში საკუთარი სახლის ქონა ძალიან ძვირია. მხოლოდ მილიონერები თუ აძლევენ საკუთარ თავს ამის უფლებას, ხოლო დანარჩენი ვისაც წელიწადში $100,000-ზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საზოგადო საცხოვრებლებში ცხოვრობს.

თუმცა, სინგაპურის სამთავრობო სახლები ჩვენი 80-იან წლებში აშენებული 9 სართულიანი კორპუსების ან  თანამედროვე უსახური შენობების მსგავსი არ გეგონოთ, მათ აქვთ  მიმზიდველი არქიტექტურული გარეგნობა და შიგნიდანაც საკმაოდ კომფორტულად გამოიყურებიან.

სრულიად »

Page 1 of 101 2 3 10

კატეგორიები ბლოგში