Geo Bazari
განცხადების შექმნა

ეს ბიჭი YouTube-ზე თამაშობს და ამაში მილიონებს იღებს

| ბიზესმენები, ეკონომიკა, საინტერესო | 20/06/2014

ეს ბიჭი YouTube-ზე თამაშობს და ამაში მილიონებს იღებს

ფელიქს კიელბერგი არის 24 წლის შვედი ახალგაზრდა, რომელმაც სახელი YouTube-ის ექაუნთ PewDiePie-ით მოიხვეჭა. რატომ არის ჩვენთვის იგი ასე მნიშვნელოვანი? – თავი შეიმაგრეთ, ეს ბიჭი წელიწადში 4 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს და აკეთებს ამას ყოველგვარი მუშაობის გარეშე, ფელიქსი უბრალოდ თამაშობს, ქმნის ვიდეოებს და დებს YouTube-ზე. მის არხს 30 მილიონამდე საბსქრაიბერი (ხელმომწერი) ჰყავს და სწორედ ამხელა აუდიტორია არის მიზეზი იმისა, რომ მის ვიდეოებზე არსებულ რეკლამებს ხშირად აკლიკებენ.

სრულიად »

რაში ხარჯავს თავის მილიონებს კრისტიანო რონალდო

| გალერეა, საინტერესო, სულ ყველაზე | 03/10/2013

რაში ხარჯავს თავის მილიონებს კრისტიანო რონალდო

“მე ვფიქრობ ეს იმიტომ ხდება, რომ მე მდიდარი, სიმპათიური და დიდი მოთამაშე ვარ. სხვაგვარად უბრალოდ ვერ ავხსნი” – ასე უპასუხა კრისტიანო რონალდომ კითხვას, თუ რატომ სძულს ამდენ ხალხს იგი. ძნელია არ დაეთანხმო, კრისტიანო ცხოვრობს ცხოვრებით, რომელიც ნებისმიერ მოკვდავს შეშურდებოდა: ულამაზესი გოგონები, უძვირფასესი ავტომობილები, საათები და ტანსაცმელი, ძალიან მაგარი გართობა, ძალიან მაგარი ვილა… მოკლედ, მადრიდის რეალის ვარსკვლავი არის ადამიანი, რომელიც არაფერს იკლებს - რაში ხარჯავს თავის მილიონებს კრისტიანო რონალდო

სრულიად »

10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე

| საინტერესო, სულ ყველაზე | 19/07/2013

10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე

გინდათ საშინელებათა ფილმი გადაიღოთ? რაღას ელოდებით – შეკრიბეთ რამოდენიმე ატეხილი სტუდენტი, მათგან რამოდენიმე წყვილი გრძნობებით დაუკავშირეთ ერთმანეთს. დანარჩენი ყველა იდიოტი უნდა იყოს,  ერთი რომელიმე უფრო ღრმა სულიერებით აღსავსე გოგონას გარდა, რომელიც მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი სათითაოდ მოკვდება, იგი რაღაც სასწაულებით მაინც მოახერხებს გადარჩენას. სცენარებით კი მე მოგამარაგებთ, მოგიყვებით რა დედამიწაზე 10 ყველაზე უცნაურ და საშიშ ადგილზე, რომელიც აქამდე ჯერ არ იცოდით…

სრულიად »

10 ყველაზე ცხოვრებადი უცხო პლანეტა

| საინტერესო, სულ ყველაზე, შემეცნებითი | 10/06/2013

10 ყველაზე ცხოვრებადი უცხო პლანეტა

კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, დიდი ხანი არაა რაც იმას მივხვდით, რომ ღრუბლების იქით სხვა სამყაროებიც არსებობენ. მოწმენდილ ცას შიშველი თვალებით თუ დავაკვირდებით, მილიონობით წარმოდგენილ ვარსკვლავს დავინახავთ და, თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო მეტს შიშველი თვალი და ყველაზე ტექნოლოგიური ტელესკოპიც კი უბრალოდ ვერ ხედავს.

როგორ ვიპოვოთ სიცოცხლე უცხო პლანეტაზე? – ჯერ-ჯერობით არათუ კოსმოსში გაფრენა და ფიზიკურად მისი მოძიებაა შესაძლებელი, საკმარისი ტექნოლოგიაც არ გვაქვს იმისთვის, რომ დისტანციურად სრულყოფილად შევისწავლოთ ასეთი პლანეტები. თუმცა, ასტრონომებს ჩამოყალიბებული აქვთ საკმაოდ რაციონალური გეგმა იპოვონ მზის მსგავსი ვარსკვლავი, რომელსაც თან ეყოლება დედამიწის მსგავსი პლანეტა.

დედამიწას სიცოცხლის შეზღუდული რესურსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოდესღაც ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად უვარგისად იქცევა. საბედნიეროდ, დღეისათვის უკვე არსებობენ უცხო პლანეტები, რომლებსაც დიდი ალბათობით აქვთ საცხოვრებლად ვარგისი პირობები. არსებობს თუ არა ამ პლანეტებზე ადამიანის მსგავსი არსება ეს არავინ არ იცის, თუმცა, სიცოცხლე რომ არსებობდეს ამის შანსი უზარმაზარია …

სრულიად »

10 ქვეყანა ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხით

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე | 04/06/2013

10 ქვეყანა ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხით

ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) არის 34 უმთავრესი ქვეყნის ორგანიზაცია, რომელიც 1961 წელს დაარსდა ეკონომიკური პროგრესისა და მსოფლიო ვაჭრობის სტიმულირებისთვის. რა ჯანდაბა გვინდა ამ ორგანიზაციისგან? – საქმე ისაა, რომ მათ ახლახანს გამოაქვეყნეს ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები მოწინავე ქვეყნებისთვის. ჩვენ კი დღეს მათგან მხოლოდ იმ 10 ქვეყანას გამოვარჩევთ, რომლებსაც ყველაზე მაღალი ინდექსი და შესაბამისად, ყველაზე კარგი ცხოვრება აქვთ. 10 ქვეყანა ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხით

OECD-მ ქვეყნები გამოიკვია 11 ძირითადი კომპონენტის მიხედვით: საცხოვრებელი პირობები და ხარჯები, შემოსავალი ერთ ოჯახზე, დასაქმება და გამომუშავება, სოციალური თანადგომა საზოგადოებაში, განათლება, გარემოს პირობები, სამოქალაქო ჩართულობა, ჯანმრთელობა, ცხოვრებით კმაყოფილება,  უსაფრთხოება, სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსი.

სრულიად »

რამდენად მდიდარი იქნებოდით Apple-ის პროდუქტის ნაცვლად მისი აქცია რომ შეგეძინათ

| ბრენდები, ეკონომიკა, საინტერესო | 10/05/2013

რამდენად მდიდარი იქნებოდით Apple-ის პროდუქტის ნაცვლად მისი აქცია რომ შეგეძინათ

1992 წლიდან 2012 წლამდე კომპანია Apple-ის აქციათა ღირებულება 4000%-ზე მეტით გაიზარდა. ამერიკის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ Samsung-ს ჩამორჩება. 2012 წლის ნოემბრის მიხედვით Apple მსოფლიოს მასშტაბით 394 მაღაზიას ფლობს და ეს რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. Apple Store-ისა და iTunes-ის მეშვეობით კომპანიას წარმატებული გაყიდვები აქვს ონლაინ ბაზარზეც და ეს გაყიდვების მასშტაბებიც სულ უფრო მატულობს. 2013 წლის იანვრის მონაცემებით კომპანია შეფასებულია $414 მილიარდ დოლარად. მხოლოდ 2012 წლის განმავლობაში Apple-მა $156 მილიარდს მოუყარა თავი. 2013 წლის მაისში კომპანიამ Fotune 500-ის სიაში გასულ წელთან შედარებით 11 საფეხურით მაღლა აიწია და მეექვსე ადგილს იკავებს.

რას გვეუბნება მაღლა წარმოდგენილი ციფრები? – ისინი მიგვითითებენ, რომ Apple Inc. არის ცხელი კომპანია სტაბილურად მზარდი შემოსავლებით. აქედან გამომდინარე ჩნდება შეკითხვა – რატომ უნდა შევიძინო მისი ძვირადღირებული პროდუქტი, როდესაც ამ ფასად თვითონ კომპანიის ყიდვა გაცილებით მეტ შემოსავალს მომიტანს?

სრულიად »

როგორ მივიღოთ სასურველი სხეული – ბოდიბილდინგი და პროფესიონალური რჩევები

| საინტერესო, შემეცნებითი, ჩემი ფილოსოფია | 07/05/2013

როგორ მივიღოთ სასურველი სხეული - ბოდიბილდინგი და პროფესიონალური რჩევები

როდესაც ადამიანი ფიზიკურად ვარჯიშობს, იგი არამარტო სხეულს და გარეგნობას იუმჯობესებს, არამედ აგრეთვე აუმჯობესებს სულიერ და ფსიქოლოგიურ მეს. კუნთების მშენებლობასთან ერთად, შენდება ძლიერი პიროვნებაც და ეს არ არის უბრალოდ მორიგი მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია. თუმცა, აუცილებელია იცოდეთ, რომ არასწორი ვარჯიში უშედეგობამდე, ტრამვამდე და საბოლოოდ ვარჯიშის თავის დანებებამდე მიგიყვანთ. დღეს მე გასწავლით როგორ ვივარჯიშოთ მართებულად და შევქმნათ იდეალური სხეული, როგორ ვაშენოთ კუნთები და დავიკლოთ წონაში ისე, რომ ვიკვებოთ ძალიან გემრიელად …

სრულიად »

10 საშინლად დამბურძგლავი მისტერიული ისტორია

| საინტერესო, სულ ყველაზე | 26/04/2013

10 საშინლად დამბურძგლავი მისტერიული ისტორია

ალბათ, ყველა თქვენგანს მოუსმონია რაიმე მისტერიული და ამოუხსნელი ისტორია. ბევრს უყვარს სიტუაცია, როდესაც მეგობრები ღამე ცეცხლის გარშემო შეიკრიბებიან და საშინელებებს ჰყვებიან. ზოგი ასეთი ისტორია ტყუილია, მაგრამ ბუნებაში პარანორმალური მოვლენები ნამდვილად არსებობს. მოკლედ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველაზე მეტ კალორიას საშინელებათა ჟანრი წვავს – დღეს ჩვენ უამრავ კალორიას გავანადგურებთ … 10 საშინლად დამბურძგლავი მისტერიული ისტორია

სრულიად »

მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე, ჩემი ფილოსოფია | 20/04/2013

მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი

Economic Inteligence Unit (EIU) არის კერძო ორაგნიზაცია, რომელიც მსოფლიოს გარშემო თავის კლიენტებს პროგნოზებსა და რჩევა-დარიგებით სერვისს აწვდის. EIU გარდა იმისა, რომ ამა თუ იმ ქვეყნების ეკონომიკურ პროგნოზს, რისკების შეფასებასა და ინდუსტრიულ რეპორტებს აწარმოებს, უკვე ხუთი წელია რაც დემოკრატიის შემფასებლად გვევლინება. ახლახანს ამ ორგანიზაციამ ექსკლუზიაურად გამომიგზავნა თავისი უახლესი დემოკრატიულობის ინდექსის რეპორტი. მივიღე თუ არა ეს რეპორტი, რა თქმა უნდა, ცხილებით გავსებულ ფაილში საქართველოს ძებნა დავიწყე. მსოფლიოს 167 ქვეყნის რეიტინგში ილია ჭავჭავაძის კარგ ქვეყანას ნიკარაგუასა და უგანდას შორის წავაწყდი ჰიბრიდული რეჟიმების ჩამონათვალში. მსოფლიოს ყველა ქვეყნის დემოკრატია და რეიტინგი

სრულიად »

საცხოვრებლად 7 ყველაზე ძვირი ქალაქი ამერიკაში

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე, უძრავი ქონება | 17/04/2013

საცხოვრებლად 7 ყველაზე ძვირი ქალაქი ამერიკაში

ამერიკაში ცხოვრება უამრავი დანარჩენი მსოფლიოს მოსახლის ოცნებაა. აქ არის ადგილები, სადაც ცხოვრება გასაკვირად იაფი ღირს. თუმცა, ასევე არსებობენ ქალაქები, სადაც ახლად ჩასულისთვის ცხოვრება დამთრგუნველად ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს. ახლად ჩასულისთვის იმიტომ, რომ როგორც წესი, ადგილობრივები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ და ძვირ ფასებს ასე უმკლავდებიან. წარმოგიდგენთ ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ყველაზე ძვირ ქალაქს ცხოვრების ღირებულების ინდექსის მიხედვით. შედარებისთვის გაითვალისწინეთ, რომ საშუალო ნაციონალური ცხოვრების ღირებულების ინდექსი 100-ია. საცხოვრებლად 7 ყველაზე ძვირი ქალაქი ამერიკაში

სრულიად »

PayPal საქართველოში შემოდის მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არაა

| ბრენდები, ეკონომიკა, საინტერესო | 09/04/2013

PayPal საქართველოში შემოდის მაგრამ ჩვენთვის ეს საკმარისი არაა

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში PayPal-ის  დირექტორი 15 აპრილს მედიისთვის ოფიციალურ მოხსენებას გამართავს თბილისში. საქართველოს ბანკსა და ქვეყნის ბაკების ასოციაციას ინფორმაცია არ აქვთ PayPal-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს PayPal-ის შემოსვლა „შესანიშნავი“ სიუპრიზი იქნება ჩვენი ბანკებისთვის. PayPal საქართველოში შემოდის

სრულიად »

ბინათმშენებლობა სინგაპურში საიდანაც მაგალითი უნდა ავიღოთ

| გალერეა, საინტერესო, უძრავი ქონება | 04/04/2013

ბინათმშენებლობა სინგაპურში საიდანაც მაგალითი უნდა ავიღოთ

სინგაპურის მოსახლეობის 80%-ზე მეტი სამთავრობო საცხოვრებელ კომპლექსებში ცხოვრობს. ეს იმიტომ, რომ მჭიდრო ქალაქებში საკუთარი სახლის ქონა ძალიან ძვირია. მხოლოდ მილიონერები თუ აძლევენ საკუთარ თავს ამის უფლებას, ხოლო დანარჩენი ვისაც წელიწადში $100,000-ზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საზოგადო საცხოვრებლებში ცხოვრობს.

თუმცა, სინგაპურის სამთავრობო სახლები ჩვენი 80-იან წლებში აშენებული 9 სართულიანი კორპუსების ან  თანამედროვე უსახური შენობების მსგავსი არ გეგონოთ, მათ აქვთ  მიმზიდველი არქიტექტურული გარეგნობა და შიგნიდანაც საკმაოდ კომფორტულად გამოიყურებიან.

სრულიად »

თანამედროვე ისტორიის 10 პროპაგანდა რომელიც სინამდვილეში ტყუილია

| საინტერესო, შემეცნებითი | 27/03/2013

თანამედრო ისტორიის 10 პროპაგანდა რომელიც სინამდვილეში ტყუილია

პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ერისთვის შთაგონების მისაცემად და მტრის დასათრგუნად. საომარი სიტუაციებისას კი კარგად მოფიქრებული პროპაგანდა ძლიერ ზრდის ახალწვეულების რაოდენობასა და ჯარის მორალს. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ინტერნეტი ხალხის ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციას უზრუნველყოფს, პროპაგანდა ძნელი შესაქმნელია. დღეს მოგიყვებით თანამედროვე ისტორიის 10 პროპაგანდაზე, რომლებიც აგებულნი არიან ტყულზე …

სრულიად »

ჰუგო ჩავესი და ყველაფერი მის შესახებ

| საინტერესო, შემეცნებითი | 08/03/2013

ჰუგო ჩავესი და ყველაფერი მის შესახებ

“ახლა ჩვენ ისე უნდა გავერთიანდეთ როგორც არასდროს” – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ისე როგორც ჩავესი მოუწოდებდა ხალხს – კომენდანტი გარდაიცვალა, ვენესუელას ახალი ლიდერი ჰყავს!

ჰუგო ჩავესი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ორი წელიწადი ებრძოდა კიბოს. დაავადებას, რომელიც ნიკოლას მადუროს განცხადებით შეერთებული შტატების მოწყობილი იყო. ჰუგო ჩავესი და ყველაფერი მის შესახებ

სრულიად »

10 ყველაზე უბედური ქვეყანა მსოფლიოში

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე | 21/02/2013

ჯიბუტი

თანამედროვე მსოფლიოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ცხოვრებას თითქმის არავინ არ ისურვებდა. ამ ადგილების მაცხოვრბლებს კი ხშირად უფიქრიათ თავის შველაზე. ყველაზე უბედური ქვეყნების სია შედენილია უმუშოვრობისა და ინფლაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით CIA World Factbook-ის მონაცემების გათვალისწინებით … 10 ყველაზე უბედური ქვეყანა მსოფლიოში

სრულიად »

სევდიანი ისტორია უსახლკარო გოგონასი, რომელიც მულტიმილიონერი გახდა

| ბიზესმენები, საინტერესო, ქალები | 17/02/2013

სევდიანი ისტორია უსახლკარო გოგონასი, რომელიც მულტიმილიონერი გახდა

სერიალ „სექსი და ქალაქის“ პერსონაჟი კერი ბრედშოუ ერთ-ერთ ეპიზოდში ამბობს: „ხანდახან წარსული ღუზასავით უკან გვექაჩება. ხანდახან კი შენ უნდა დაივიწყო ვინ იყავი, იმისათვის რომ გახდე ის, ვინც იქნები. “

„სექსი და ქალაქის“ პერსონაჟის გლამურული ცხოვრებისაგან განსხვავებით, 21 წლის უსახლკარო გოგონა დანი ჯონსონი ჯოჯოხეთური ცხოვრებით ცხოვრობდა. თუმცა, საბოლოოდ იგიც ზემოთნახსენებ დასკვნამდე მივიდა. სევდიანი ისტორია უსახლკარო გოგონასი, რომელიც მულტიმილიონერი გახდა

სრულიად »

iWatch და Google Time – ჭკვიანი საათები ძალიან მაგარი ფუნქიებით

| საინტერესო, ტექნოლოგიური | 11/02/2013

Smartwatch

განვითარებასთან ერთად ტექნოლოგიური მოწყობილებები თანდათან ისეთ მცირე ზომებს იღებს, რომ დადგა ეტაპი, როდესაც კომპიუტერი საათში უნდა ჩააშენონ. ბოლო ხანებში სმარტვოჩებზე ბევრს საუბრობენ. ინტერნეტში კომპიუტიზირებული საათების უამრავი კონცეფტ-დიზაინი იყო შექმნილი, მაგრამ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ Apple და Google ამ მოწყობილობაზე მუშაობენ, თითქმის მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური მედიის მთავარი ჰედლაინები სმარტვოჩებზე იუწყებიან. iWatch და Google Time  - ჭკვიანი საათები ძალიან მაგარი ფუნქიებით

სრულიად »

რა მოხდებოდა საქართველოში რომ უფასო Wi-Fi იყოს

| ეკონომიკა, საინტერესო, ტექნოლოგიური, ჩემი ფილოსოფია | 05/02/2013

რა მოხდებოდა საქართველოში რომ უფასო Wi-Fi იყოს

2012 წლის ზაფხულში თბილისის მერია ქალაქის მაცხოვრებლებს დაპირდა წლის ბოლომდე უფასო Wi-Fi-ით სარგებლობის საშუალება ექნებოდათ. პროექტი ძირითად მიზნად ისახავდა ტურიზმის განვითარებას. სამწუხაროდ ამ დაპირების შესახებ დღემდე არაფერი ისმის. დღეს მე გიამბობთ რატომ არის უფასო Wi-Fi ძალიან მაგარი პროექტი მთელი საქართველოსთვის და რატომ უნდა მოვითხოვოთ იგი აქტიურად … რა მოხდებოდა საქართველოში რომ უფასო Wi-Fi იყოს

სრულიად »

ჩაკ ნორისი და 40 ყველაზე მაგარი ფაქტი მის შესახებ

| გასართობი, საინტერესო, სულ ყველაზე | 25/01/2013

ჩაკ ნორისი და 40 ყველაზე მაგარი ფაქტი მის შესახებ

კარლოს რეი „ჩაკ“ ნორისი არის 1940 წელს დაბადებული ამერიკელი მსახიობი. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში მსახურობის შემდეგ, ჩაკი სამხედრო ტიპის ფილმებში (ბოევიკებში) თამაშობდა. მის მიერ შესრულებული გმირები ყოველთვის სიმამაცით გამოირჩეოდნენ და ყოველთვის აღწევდნენ მიზანს. ჩაკ ნორისის განუსაზღვრელი პოპულარობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც ინტერნეტში „ფაქტები ჩაკ ნორისზე“ გავრცელდა. ეს ფაქტები არარეულურად გმირული მახასიათებლებით გამოირჩევიან და ძირითადად იუმორს ემსახურებიან.

სრულიად »

16 ყველაზე დიდი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში

| საინტერესო, სულ ყველაზე, შემეცნებითი | 22/01/2013

"მზის ჩასვლა ბაბილონში" - რაფაეკ ლაკოსტეს ნამუშევარი

მსოფლიოს დიდი ქალაქები ოდითგანვე კაცობრიობრის ცივილიზაციის ეპიცენტრს წარმოადგენდნენ. ასე მაგალითაც, ის რასაც მეოცე საუკუნეში ნიუ იორკი წარმოადგენდა, მეცხრამეტე საუკუნისთვის ლონდონი იყო, მეექვსე საუკუნისთვის კოსტანტინოპოლი და ასე გრძელდება ქალაქ იერიქონამდე ქრისტეს შობამდე 7500 წელს. თექვსმეტი ქალაქი თექვსმეტი ისტორიით, მათ ერთი საერთო აქვთ -ისინი ყველაზე დიდი ქალაქები იყვნენ კაცობრიობის ისტორიაში … 16 ყველაზე დიდი ქალაქი კაცობრიობის ისტორიაში

სრულიად »

ეზიდები საქართველოში

| საინტერესო, შემეცნებითი | 11/01/2013

ეზიდები საქართველოში

პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ერთგვაროვანი არ იყო. საქართველოში ქურთები უკვე მრავალი ათეული წელია ცხოვრობენ, თუმცა ქართველ ხალხს მათ შესახებ მწირი ინფორმაცია გააჩნია. ყველაფერს ისიც ემატება, რომ ათწლეულების განმავლობაში ქურთების მიმართ ბევრი ნეგატიური სტერეოტიპი დამკვიდრდა. პრობლემა კი ინფორმაციის ნაკლებობაშია. საჭიროა საზოგადოებას გავაცნოთ ამ ადამიანების ისტორია, რელიგია და კულტურა. შემდეგ სტერეოტიპებიც ნელ-ნელა გაქრება. შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო ქურთულ-ქართული ურტიერთობები, მათი რელიგია და კულტურა.

სრულიად »

რამდენ ტკივილს გაუძლებთ განსაზღვრულია თქვენს გენებში

| საინტერესო, შემეცნებითი | 03/01/2013

ტკივილი

მეცნიერებმა განსაზღვრეს გენები, რომლებიც ტკივილის დასარეგულირებლად ინტერაქციას ახდენენ ერთმანეთთან და აღმოაჩინეს, რომ ამ გენებს შორის განსხვავებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინონ ადამიანის მგძნობელობაზე ტკივილის მიმართ. რამდენ ტკივილს გაუძლებთ განსაზღვრულია თქვენს გენებში

სრულიად »

საუკეთესო ტექნოლოგიური აქსესუარები 2012 წლისათვის

| საინტერესო, ტექნოლოგიური | 23/12/2012

საუკეთესო ტექნოლოგიური აქსესუარები 2012 წლისათვის

წლის განმავლობაში ტელევიზორების, ლეპტოპების, სმარტფონების და ტაბლეტების ბევრი რეკლამები ვნახეთ. დიახ, ისინი დროთა განმავლობაში უმჯობესდებიან, მაგრამ მათ გარდა არსებობენ სხვადასხვა ძალიან ჭკვიანური ტექნოლოგიური აქსესუარები, რომლებიც ასეთ მოწყობილობებს კიდევ უფრო მაგარს ხდიან - საუკეთესო ტექნოლოგიური აქსესუარები 2012 წლისათვის …

სრულიად »

21 დეკემბერი და 15 საუკეთესო თავშესაფარი აპოკალიფსისას

| საინტერესო, საოცარი, სულ ყველაზე | 20/12/2012

21 დეკემბერი

ის სულ ახლოა! გინდ სამყაროს დასასრული დაარქვით, გინდ აპოკალიფსი, გინდ განკითხვის დღე. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ თარიღზე არ ლაპარაკობდეს. 21 დეკემბერი ის დროა, როცა რონალდ ემერიხის ფილმი (2012) ასრულდება ან კომედიის ჟანრად იქცევა. სად შეიძლება გავიქცეთ? – 15 საუკეთესო თავშესაფარი აპოკალიფსისას … 21 დეკემბერი და 15 საუკეთესო თავშესაფარი აპოკალიფსისას

სრულიად »

არის თუ არა დამნაშავე ადამიანი რომელმაც დედა და ძმა მოაკვლევინა

| საინტერესო | 14/12/2012

მოგვიანებით შინი აღიარებს, რომ დედამისი და ძმა მან ჩაუშვა. ეს ყველაფერი კი იმიტომ გააკეთა, რომ იმედოვნებდა მეტ საჭმელს მისცემდნენ. „თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ მე ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა.“

ადამიანები ბოროტებად ან კეთილებად არ იბადებიან, არამედ არსებობს გარემო პირობები, რომლებიც აიძულებენ მათ კონკრეტულ სიტუაციაში ისე ან ასე მოიქცნენ. დღევანდელი ჩვენი მთავარი გმირი კი საპატიმროში დაიბადა. მოდი, ვნახოთ არის თუ არა 30 წლის კორეელი შინი, რომელმაც დედა და ძმა მოაკვლევინა, დამნაშავე … არის თუ არა დამნაშავე ადამიანი რომელმაც დედა და ძმა მოაკვლევინა

სრულიად »

როგორ არის დაცული პრეზიდენტ ობამას კადილაკი

| ავტომობილები, გალერეა, საინტერესო | 12/12/2012

ასე რომ ბატონი ობამა ჯამრთელი და უვნებელია :)

300,000 დოლარის ღირებულებითა და RGP ყუმბარმტყორცნის  შესაჩერებლად საკმარისი შეიარაღებით, ამერიკის პრეზიდენტის ავტომობილი თითქმის ტანკია. გარედან იგი ჩვეულებრივი Cadillac STS-ვით გამოიყურება, თუმცა შიგნით პრაქტიკულად ყველაფერია, რათა საიდუმლო სამსახურმა თავიანთი ბოსის დაცვა შეძლონ. აგენტები ამ ავტომობილს მეტსახელად „მხეცს“ უწოდებენ. მგზავრობისას პრეზიდენტის მანქანა გარშემორტყმულია 30 სხვა მანქანისაგან შედგენილი ეკიპაჟით ადგილობრივი პოლიციის ჩათვლით, მისი ორეულით, მობილური საკომუნიკაციო ცენტრით, პრესით და სხვა შეიარაღებული ავტომობილებით. როგორ არის დაცული პრეზიდენტ ობამას კადილაკი 

სრულიად »

სად სძინავთ ბავშვებს – 10 სურათი რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

| გალერეა, საინტერესო, საოცარი | 04/12/2012

სად სძინავთ ბავშვებს

ბავშვებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ, ძალუძთ ნათლად დაგვანახონ სხვაობა ადამიანის ყოფიერებებს შორის. არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები მუდამ ანებივრებენ სხვადასხვა ძვირფასი საჩუქრებით და არიან ბავშვები, რომლებიც ნაგავსაყრელზე ცხოვრობენ და წარმოდგენა არა აქვთ რამდენად ახლოს არიან სიკვდილთან. ჯეიმს მოლისონი არის ფოტოგრაფი და ავტორი წიგნისა „სად სძინავთ ბავშვებს“. სწორედ ამ წიგნიდან გთავაზობთ 10 სურათს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის … სად სძინავთ ბავშვებს – 10 სურათი რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

სრულიად »

8 ყველაზე უცნაური ბიზნეს სერვისი

| ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე | 24/11/2012

8 ყველაზე უცნაური ბიზნეს სერვისი

როგორ ვიშოვო ფული? – ალბათ ძალიან ბევრი დაფიქრებულა ამაზე. ასეთი მომენტები ჩვენს ცხოვრებაში სასოწარკვეთილებამდე მელანქოლიურია. მხოლოდ მაშინ ვხდებით, რომ ფული მარტო ჯოჯოხეთს არ ანათებს. იმისათვის რომ მან ჩვენი ცხოვრებაც ნათელი გახადოს, ჯერ ტვინის განათებაა საჭირო. კრეატიულ და ორიგინალურ იდეას, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს იგი, შეუძლია წარმატებული ბიზნესის მეპატრონედ გვაქციოს – 8 ყველაზე უცნაური ბიზნეს სერვისი თქვენი შთაგონებისთვის …

სრულიად »

რელიგია და ევროპა

| საინტერესო, შემეცნებითი | 23/11/2012

რელიგია და ევროპა

თანამედროვე ევროპაში მრავალი ერთმანეთიასაგან განსხვავებული რელიგიური მიმდინარეობაა გავრცელებული, მათ შორის კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი,  ისლამი, იუდაიზმი, ბუდიზმი, სიქიზმი, ჰინდუიზმი და ა.შ. თუმცა ამათგან დომინანტი ოთხი მიმდინარეობის გამოყოფა შეძლება. კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი და ისლამი. ევროპის  23 ქვეყანაში კათოლიკური უმრავლესობაა, ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, სამხრეთი გერმანია, პოლონეთი, ავსტრია და ა.შ. 10 ქვეყანაში  — მართლმადიდებლური: რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო და ა.შ.  9 ქვეყანაში — პროტესტანტული: გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები, ჩრდილოეთი გერმანია,ნიდერლანდები და ა.შ., ხოლო 5 ქვეყანაში მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო . რელიგია და ევროპა …

სრულიად »

27 ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიცია

| გასართობი, საინტერესო, სულ ყველაზე | 18/11/2012

27 ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიცია

რა არის ყველაზე უცნაურობა რაც ქორწილებიდან გვამახსოვრდება?  უგონოდ მთვრალი ხალხი? სასაცილო კურიოზები ცეკვისას? ჩამოძინებული ნეფე-პატარძალი? – არა მეგობრებო, ასეთი შემთხვევები შეიძლება ვინმეს უკვირდეს, მაგრამ მათ ძნელად თუ დავარქმევთ ტრადიციას. აი, საქორწილო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო კი ბევრად უფრო უცნაურია. მოდი, თავად დავრწმუნდეთ - 27 ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიცია …

სრულიად »

ეს ქალი ჩახუტებისთვის წუთში 1 დოლარს და თვეში $7800-ს აკეთებს

| ბიზესმენები, საინტერესო, ქალები | 09/11/2012

Jackie Samuel

მაშ ასე, მეგობრებო, ახალი ორიგინალური ბიზნეს იდეა GeoBazari-ზე – 29 წლის ჯეკი სამუელი ჩახუტების სესიებში საოცარ თანხას შოულობს. ჩახუტება მწოლიარე მდგომარეობაში ხდება. ამ ხნის განმავლობაში სამუელი 100 განსხვავებულ პოზიციას იღებს. მის ძირითად კლიენტურას საშუალო ასაკის და ხანში შესული მამაკაცები წარმოადგენენ, რომლებიც სესიის დროს ღამის პიჟამოებს იცვამენ. მიღებულ თანხას სამუელი სწავლასა და მის შვილს ახმარს.

სრულიად »

კრისტოფ გილბერტი და მისი ენით აღუწერელი ხელოვნება

| გალერეა, დიზაინი, საინტერესო, საოცარი | 05/11/2012

კრისტოფ გილბერტის საოცარი ხელოვნება

კრისტოფ გილბერტი გახლავთ ბელგიელი ფოტოგრაფი. მისი ხელოვნების შესახებ არ შეიძლება, უბრალოდ დანაშაულია, რომ არ იცოდეთ. კრისტოფერი უამრავ ბრენდთან თანამშრომლობს (Mercedes, Renault, Ikea, Levi’s, LG Electronics, Ogilvy, Playstation, Toyota, Volkswagen…). მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც უკიდურესად მისტიური ხელოვნების ავტორს. მის თითოეულ სურათს მთელი ისტორიის წარმოდგენა და ჩვენი სიურეალურ სამყაროში გადასროლა შეუძლია. დღეს კი სამოც ასეთ სურათს წარმოგიდგენთ - კრისტოფ გილბერტი და მისი ენით აღუწერელი ხელოვნება …

სრულიად »

HTML5 vs Apps – ბრძოლა მობილურებისთვის

| საინტერესო, ტექნოლოგიური, შემეცნებითი | 29/10/2012

HTML5 vs Apps

HTML5 გახლავთ ახალი ტექნოლოგია, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან ვებზე ოპტიმირებული აპლიკაციები, რომელებიც ნებისმიერ პლატფორმაზე იმუშავებენ სტანდარტულ ვებ ბრაუზერის საშუალებით. იგი გრაფიკული და მელტიმედიური ელემენტების ძალიან მარტივ იმპლემენტაციის საშუალებას გვაძლევს.

სრულიად »

ქალიშვილობა $780,000 დოლარად

| გასართობი, საინტერესო, ქალები | 26/10/2012

Another Bitch

ბრაზილიელმა სტუდენტმა ახლახანს თავისი ქალიშვილობა 780,000 დოლარად გაყიდა ონლაინ აუქციონის მეშვეობით. აუქციონი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმართებოდა. ბოლო დღე საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოლოო ჯამში უცოდველი კატარინა იაპონელი ნათსუს მკლავებში აღმოჩნდა $780,000-ის სანაცვლოდ…

კონტენტის ნახვა არასრულწლოვნებისთვის რეკომენდირებული არ არის !!!

სრულიად »

15 ყველაზე ცნობილი ინდიელი

| საინტერესო, შემეცნებითი | 24/10/2012

Most Famous American Indians

ამერიკაში კოლონისტების შესვლამდე, ინდიელები გახლდნენ ამ კონტინენტის ბატონ-პატრონნი. შესვლის შემდეგ, თავდაპირველად ადგილობრივებს პატივისცემით ებყრობოდნენ. შიშის მიუხედავად, ახალი დასახლებულები საკმაოდ მეგობრულად იყვნენ განწყობილნი მათ მიმართ. თუმცა, დროის მსვლელობასთან ერთად, გაიზარდა ევროპელების რიცხვი და ამ ზრდამ განაპირობა ის, რომ მათ სულ უფრო მეტი მიწის დაპატრონება მოინდომეს. აბორიგენებს ველურებად თვლიდნენ და როგორც ცხოველებს ისე ხოცდნენ. ინდიელები მედგრად იცავდნენ საკუთარ ტერიტორიებს. საბედნიეროდ, ისტორიამ არ დაივიწყა უამრავი მნიშვნელოვანი ფიგურა ინდიელთა რიგებში. მეტიც, უამრავი მითი და ლიტერატურული პერსონაჟია შექმნილი მათ შესახებ – 15 ყველაზე ცნობილი ინდიელი …

სრულიად »

რამდენჯერაც ეს კაცი Facebook-ში შევა, იმდენჯერ სილას აწნიან და ამისთვის იგი ფულს იხდის

| ბიზესმენები, გასართობი, საინტერესო | 19/10/2012

Slapper

როდესაც კომპიუტერთან გიწევს მუშაობა, ძალიან იოლია მოსწყდე სამუშაოს. სწორედ ამგვარი კიბერნეტიკული სენი სჭირდა მანეეშ სეთის. ამის აღმოსაფხვრელად მანეში ადგა და არც მეტი, არც ნაკლები, Craigslist-ში მოძებნა გოგონა, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა იგი Facebook-ში შესვლას დააპირებდა, პირდაპირ სახეში შემოარტყავდა.

სრულიად »

ყველაზე წარმატებული კომპანიები მსოფლიოში

| ბრენდები, ეკონომიკა, საინტერესო, სულ ყველაზე | 17/10/2012

Most Successful Companies

Fortune Global 500 წარმოადგენს წლიურ რეიტინგულ სისტემას, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ხუთას ყველაზე წარმატებულ კორპორაციას აფასებენ. სიას ყოველწლიურად ჟურნალი Fortune აქვეყნებს – ყველაზე წარმატებული კომპანიები მსოფლიოში Fortune-ის მიხედვით …

სრულიად »

როგორ გადმოვხტეთ 37 კილომეტრი სიმაღლიდან და გადავრჩეთ

| საინტერესო | 08/10/2012

Jumping From 37 km Height

ხვალ, სამშაბათს, ავსტრიელი თავზეხელაღებული ფელიქს ბაუმგართნერი შეეცდება ნამდვილი გიჟობა ჩაიდინოს. მისია, რომლის შესრულებასაც ავსტრიელი ლამობს, მას პატარა კოსმიური კაპსულით დედამიწიდან 37 კილომეტრ სიმაღლეზე აიყვანს. ამის შემდეგ ფელიქსი კაპსულის კარებს გამოაღებს და შეასრულებს ყველაზე შთამბეჭდავ ნახტომს კოცობრიობის ისტორიაში. მისიის მიზანია ხმოვანი ბარიერის (ხმის სიჩქარე) დაძლევა, რაც თავის მხრივ იმას გულისხმობს, რომ მისი ვარდნის სიჩქარე აუცილებლად უნდა აღემატებოდეს 1111 კმ/სთ-ს.

სრულიად »

10 ყველაზე პოპულარული ცეცხლსასროლი იარაღი

| საინტერესო, შემეცნებითი | 04/10/2012

10 Most Popular Firearms

1453 წელი, ბიზანტიელთა ჯარები საიმედოდ იცავენ ციხის გალავნებს, თუმცა ოსმალები, პირველად მსოფლიოს არსებობის ისტორიაში, იყენებენ ზარბაზანს, რომლის მეშვეობითაც ადვილად ანგრევენ გალავნებს და ბოლოს უღებენ ბიზანტიას.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იხვეწება საბრძოლო საშუალებები, იცვლება ომის მიმდინარეობა. თანამედრო ბრძოლებს არა ადამიანი, არამედ იარაღი ცვლის. წარმოგიდგენთ ათ ყველაზე პოპულარულ ცეცხლსასროლ იარაღს მსოფლიოს შეიარაღებაში…

სრულიად »

10 ყველაზე საოცარი ხე მსოფლიოში

| საინტერესო | 02/10/2012

10 Most Amazing Trees

წარმოგიდგენთ ყველაზე დიდ, ყველაზე საოცარ, ყველაზე მომწამლავ, ყველაზე უცნაურ, ყველაზე ლამაზ ხეებს მსოფლიოში …

სრულიად »

Page 1 of 51 2 3 5
  • 50 ყველაზე საოცარი ქორწილი

    50 ყველაზე საოცარი ქორწილი

    by on 29/06/2014 - 0 კომენტარი

    სადღაც მასთან დიდხანს საუბარს, სიცილს, სულელურ კინკლაობასა და პიონერულ ხუმრობას შორის შენ შეგიყვარდა. მის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი მშვენიერებად გადაიქცა და...

კატეგორიები ბლოგში